ქალურობა მამაკაცის თვალებით

როგორც ცნობილია ქალს აქვს სურვილი მიიზიდოს და შეინარჩუნოს ღირსეული მამაკაცი. ორივე ფაქტორი იმსხვრევა თუ ქალს ეს ძალიან ძლიერად უნდა, რატომ?
მისი დიდი სურვილი მიუთითებს მის დაბალ თვითშეფასებაზე. ის ეძებს მამაკაცში რესურსს, რომელიც თავად არ აქვს, იმის ნაცვლად რომ განვითარდეს და მოიქცეს ისე რომ მამაკაცს მუდამ უნდოდეს მასთან ყოფნა და მისი რესურსის მიღება.

 

რა არის ქალური რესურსი, რისი მიღებაც მამაკაცს გამუდმებით ჭირდება? სექსი? გემრიელი საჭმელი? პატივისცემა? მას ეს ყველაფერი სჭირდება ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში.

მამაკაცებს ჭირდებათ შესვენება ერთი შედეგიდან მეორე მიზნისკენ გადართვის შუალედში, შესვენების დროს მათ ჭირდებათ დასვენება, ენერგიის აღდგენა, ენერგიას კი ისინი როგორც ცნობილია ქალებისგან იღებენ.
ბევრ ქალს გონია რომ იცის როგორ დაეხმაროს მამაკაცს ენერგიის აღდგენაში მაგრამ ხშირად ისინი ცდებიან. მამაკაცის მოტივირება შეუძლებელია იმის მითითებებით თუ რა უნდა გააკეთოს ახლა. რჩევებს და კაპრიზებს მამაკაცები ვერ იტანენ, ეს არ არის ქალური ქცევა ეს დედიკოს ქცევაა. როცა ქალი მამაკაცს როგორც დედა ისე ექცევა, თვლის რომ მასზე აღმატებულია და უკეთ იცის თუ რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა. ზრდასრულ მამაკაცებს არ სჭირდებათ დედიკო, მათ ჭირდებათ ქალი, რომელიც მოახერხებს მათ მოტივირებას.

ბევრმა არ იცის როგორ იქცეს მამაკაცისთვის მოტივაციის წყაროდ, მექანიზმი კი საკმაოდ მარტივია: მამაკაცი შთაგონებას იღებს ქალის შინაგანი სამყაროდან. თუ მამაკაცი შექმნილია ფიქრისა და მოქმედებისთვის გარე სამყაროში, ქალი შექმნილია გრძნობებისა და მათი გამოხატვისთვის. ქალი აძლევს მოტივაციას მამაკაცს , როცა თანხმობაშია თავის აზრებთან, გრძნობებთან და ემოციებთან. იმ მდგომარეობაში, როცა სიტყვები და აზრები ემთხვევა გრძნობებს და ემოციებს და გამოიხატება ქცევის დონეზე ქალი აძლევს მოტივაციას მამაკაცს.

ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ბუნებრივი და არ ეშინოდეს თავისი გრძნობების გამოვლინების.  არ ეშინოდეს მაგალითად რას იფიქრებს მამაკაცი როცა ის აღგზნებულია, არ ეშინოდეს მისთვის უარის თქმა როცა არ არის შესაბამის განწყობაზე, არ ეშინოდეს თავისი სისუსტის გამოჩენის და შეეძლოს სთხოვოს დახმარება საყვარელ მამაკაცს როცა ეს საჭიროა.

როცა ქალი გამოხატავს თავის ჭეშმარიტ გრძნობებს შიშის გარეშე ის ყოველთვის ქალურია. ქალის ეს მდგომარეობა მამაკაცს აძლევს მოტივაციას ახალ-ახალი გმირობებისთვის. რაც არ უნდა მცირე გააკეთოს მამაკაცმა მისთვის ჭეშმარიტი ქალი ყოველთვის ხედავს და აფასებს მამაკაცის მცდელობას, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მამაკაცს.

ქალურ ქალებს შეუძლიათ მიღება. განა შეიძლება ქალმა უარი თქვას იმაზე, რაც ხდება სამყაროში? მოვლენები, რომლებიც უკვე მოხდა ფაქტია, თუ ვინმე არ იღებს ამ ფაქტს უნდა წავიდეს და შეცვალოს მოვლენათა სვლა. გაცილებით ბრძნულია  მიიღო ის, რაც ხდება მადლიერებით სამივე დონეზე და ამითი წაახალისო ადამიანი. ასეთი ქალი მუდამ რესურსია მამაკაცისთვის. ის ენერგიის წყაროა მამაკაცისთვის. ის მიიწევს წინ თავისი მიზნებისკენ იმ ენერგიით, რასაც ქალი აძლევს თავისი თანხმობით.

იმისთვის რომ იქცე ასეთ ქალად საჭიროა გაამრთელო შენი მე. აქცენტი უნდა გააკეთო შენს შინაგან სამყაროზე და არა გარეგნულზე. ქალურ ქალს არ სჭირდება სხვის მიერ მიღება და აღიარება, ის თავად იღებს საკუთარ თავს და აფასებს ისეთს, როგორიც არის, მას ასევე შეუძლია სხვისი მიღება და დაფასება.

როცა ადამიანს არ სჭირდება სხვებისგან ნებართვა იყოს ის ვინც არის, მისი საკუთარი ენერგია არ იბლოკება სხვების შეფასებებით. მას აქვს თავისი რეალობის სუფთა აღქმა და მოტივაციას აძლევს სხვებს იყვნენ მასავით თავისუფალი.

ქალის ეს საიდუმლო თავისუფლება აძლევს მოტივაციას მამაკაცს, ასეთი ქალის გვერდით მას უნდება გახდეს უკეთესი და იაროს მუდამ წინ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2006 times