7მიზეზი, რის გამოც გავურბივართ სიყვარულს

ჩვენ გვჭირდება ახლო ურთიერთობები და ამავდროულად მთელი ძალებით გავურბივართ მათ. რა იწვევს ჩვენს შიშს?
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნის წინ მოხდა ეს, იმის დავიწყება რა მტკივნეულია როცა სიყვარული მიდის შეუძლებელია. შედეგად ბევრი გაურბის სერიოზულ ურთიერთობებს, რომ თავი დაიცვან. რა იწვევს ამ შიშს? რა გვიშლის ხელს ვიპოვოთ სიყვარული და ავაშენოთ ურთიერთობა? მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.



ნამდვილი გრძნობა გვასუსტებს
სხვა ადამიანი უცნობი პლანეტაა. როცა ახალ ურთიერთობას ვიწყებთ ვაბიჯებთ უცხო სამყაროში, ადამიანებს კი ეშინიათ გაურკვევლობის. მისცე თავს ნება შეიყვარო ნიშნავს გარისკო. ჩვენ ვენდობით მას ვინც გვიყვარდება, დამოკიდებული ვხდებით მასზე ემოციურად, დროებით უარს ვამბობთ ჩვეულ თავდაცვის სისტემაზე. ჩვენი ჩვევები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს თავი კარგად ვიგრძნოთ ნელ-ნელა ქრება, ასეა ადამიანი მოწყობილი, რაც მეტად უყვარს მით ადვილია მისი გულის ტკენა.

ახალი სიყვარული გამოიწვევს ძველი ჭრილობების განახლებას
ჩვენ იშვიათად ვაცნობიერებთ რამხელა გავლენას ახდენს ჩვენზე წარსული. ახალ ადამიანთან შეხვედრა ძველ ჭრილობებს გვახსენებს, წარსულში განცდილი მტკივნეული სიტუაციები ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს სამყაროს აღქმაზე  და განსაზღვრავს ჩვენი ქცევის მოდელს. განცდილი უარყოფითი გამოცდილება შეიძლება იქცეს შინაგან ბლოკად , რომელიც გაიძულებთ თავი აარიდოთ ახალ ურთიერთობებს. ეცდებით თავი შორს დაიჭიროთ, რომ არ აეწყოს ახალი ურთიერთობა, რადგან გახსოვთ ძველი ტკივილი, ბრაზი და სევდა.

სიყვარული ეჭვქვეშ დააყენებს თქვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე

ყველა ჩვენგანმა არ იცის საკუთარი თავის სიყვარული. ჩვენ არ გვჯერა ჩვენი თავის. როგორ დავიჯეროთ რომ სხვა დაგვიჯერებს? ჩვენი შინაგანი კრიტიკოსი მუდამ გვახსენებს რომ ბედნიერების ღირსი არ ვართ, შინაგან კრიტიკოსს აყალიბებს ბავშვური შთაბეჭდილებები, ჩვენი მშობლების თვითშეფასება და ის კრიტიკა, რომელსაც ვაწყდებოდით ბავშვობაში.
დროთა განმავლობაში ნეგატიური გამოცდილება გვავიწყდება, მაგრამ ის გადაიხლართება ჩვენს „მე“-სთან და ხდება ჩვენი ნაწილი. რომ ვიზრდებით ვეჩვევით ჩვენი შინაგანი კრიტიკოსის ხმას და ვთვლით რომ მისი დესტრუქციული ლოგიკა ჩვენია. მისი შენიშვნები ხშირად მავნებელი და უსიამოვნოა, მაგრამ მას ეჩვევი. როცა ვინმე სხვანაირად გიწყებს ყურებას, გიყურებს სიყვარულით და ყურადღებით,  ჩვენ ვიბნევით, ვგრძნობთ თავს უხერხულად და ვრთავთ თავდაცვით მექანიზმებს, რომ არ დაგვერღვეს შექმნილი წარმოდგენა საკუთარ თავზე.

ნამდვილი სიხარული განუყოფელია ნამდვილი ტკივილისგან
თუ ოდესმე განგვიცდია ნამდვილი ყოფიერების სიხარული, გვიგრძვნია ბედნიერება, ბუნებრივია ჩვენთვის ნაცნობი იქნება საწინააღმდეგო გრძნობაც, როგორიცაა უეცარი დარდის შემოწოლა. ბევრი ცდილობს თავი აარიდოს ძლიერ გრძნობებს და მოვლენებს, რომლებიც გვაბედნიერებს რადგან ისინი შეიძლება იქცეს ჩვენთვის ტკივილის წყაროდ. და პირიქით. ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ ტკივილი ან სიხარული ისინი დაკავშირებულია. როცა შეგვიყვარდება ხშირად ვყოყმანობთ, რადგან გვეშინია ტკივილის, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან.

სიყვარულმა როგორც წესი, არ იცის თანასწორობა
ბევრს ეჭვი ეპარება ჰარმონიული ურთიერთობის არსებობაში, რადგან ფიქრობს რომ მეორეს ზედმეტად უყვარს. ადამიანს ეშინია, რომ მეორის მკაფიო გრძნობის ფონზე ვერ შეძლებს გამოხატოს თავისი გრძნობა.
სიყვარულიდან გაღიზიანებამდე, ბრაზამდე და სიძულვილამდეც კი ერთი ნაბიჯია. გამუდმებული შიში იმისა როგორ მოვიქცევით მომავალში გამოიწვევს იმას რომ ჩვენი საერთო მომავალი არ დადგება. ანუ გამუდმებული დანაშაულის გრძნობა და იმის ფიქრი რამდენად სწორად გადმოვცემთ ჩვენს გრძნობებს, არ გვაძლევს საშუალებას გავიცნოთ ის ვინც იჩენს იტერესს ჩვენდამი. არასაჭირო შიშები ანგრევს ურთიერთობას.

სიყვარული დაგვაშორებს მშობლებს
სიყვარული შეიძლება გაზრდის ბოლო საფეხური იყოს. რაც მოასწავებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას , რაც შეიძლება იყოს მშობლიურ ოჯახთან დაშორების დასაწყისი. ადამიანი აღარ გრძნობს თავს ბავშვად, იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რაც იწვევს გარკვეულ დისტანციას მშობლების ოჯახისგან.


სიყვარული აღვიძებს ეგზისტენციალურ ფობიებს
რაც მეტი გვაქვს მით მეტი შეიძლება დავკარგოთ. რაც ძვირფასია ადამიანი მით უფრო გვეშინია მისი დაკარგვის. როცა გვიყვარდება ჩვენ გვიჩნდება დაკარგვის შიში და უფრო მეტს ვფიქრობთ სიკვდილზე. იმის მცდელობაში, ჩავახშოთ შიშის ხმა ვიქმნით ხელოვნურ პრობლემებს, რაც ცუდად აისახება ურთიერთობაზე.

ურთიერთობის განვითარება როგორც წესი დაკავშირებულია რთულ სიტუაციებთან და გამოწვევებთან. საკუთარი თავის და შიშების შეცნობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობისაკენ. შიშები შეიძლება იმალებოდეს თავის მართლების უკან, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებით ადამიანს საკუთარი თავის მოტყუება სულ უფრო რთული ხდება. როცა გავიცნობთ თავს, უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს მივიღოთ ჩვენი მოთხოვნილებები სწორედ ამ დროს ვაძლევთ საკუთარ თავს შანსს ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნამდვილი სიყვარული.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1881 times