5 კითხვა თანაცხოვრების დაწყების წინ

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქორწინების მიმართ(ორივეს)?
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ეს კითხვა მათთვის, ვინც ერთად ცხოვრება უკვე გადაწყვიტა. მაგრამ მსგავსია თქვენი მოტივები? პარტნიორებისთვის შეიძლება თანაცხოვრება აღნიშნავდეს სრულიად სხვადასხვა რამეს. ზოგისთვის ეს  ქორწილის წინა ეტაპია, ზოგისთვის კი ურთიერთობის საფეხურია. დაფიქრდით რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება , თუ ქორწინების პერსპექტივა არ გაშინებთ ორივეს ეს მშვენიერია. მაგრამ თუ ერთად ცხოვრებას აპირებთ იმიტომ, რომ გადაარჩინოთ გაუფერულებული გრძნობა, დაფიქრდით კიდევ ერთხელ.



ვინ იხდის გადასახადებს და ვინ რეცხავს ჭურჭელს?
ფული და სახლის სამუშაოები არის ორი მთავარი ოჯახური ჩხუბების მიზეზი.  დაუსვით თავს კითხვა: პასუხისმგებლობას იღებს თქვენი პარტნიორი თქვენზე?  როგორ მოიქცევა რთულ სიტუაციაში? როცა ვიწყებთ ოჯახურ ცხოვრებას ჩვენში ბავშვობაში ჩადებული ქცევის სცენარი იჩენს თავს. ყველა ადამიანს აქვს თავისი წარმოდგენა „როგორ უნდა“... როგორ უნდა გადავიხადოთ, მოვამზადოთ საჭმელი, გავრეცხოთ ჭურჭელი, მოვრწყოთ ყვავილები და გავასწოროთ საწოლი... საუკეთესოა ოქროს შუალედი პარტნიორების შეხედულებებს შორის, ისეთი, როგორიც გაწყობთ ორივეს. თუ არ მოგწონთ თქვენი პარტნიორის რომელიმე ქცევა არ გეგონოთ რომ აღარ გიყვართ. დაფიქრდით, პრეტენზიები პარტნიორის მიმართ გაქვთ თუ თქვენი გაცრუებული იმედების მიმართ?

როგორ მთავრდება თქვენი ჩხუბები?
როგორ ჩხუბობს წყვილი ეს აისახება ურთიერთობაზე. აქ არ არის სწორი და არასწორი კატეგორიები. ერთად ცხოვრების შემდეგ ყველაფერი იცვლება, ჩხუბიც კი. ჩხუბის და კამათის მანერის შეცვლა მოგიწევთ. ჩხუბის შემდგომ წასასვლელი არსად გექნებათ. დიდი ალბათობით ჩხუბის მიზეზიც შეგეცვლებათ, თუ ადრე მის რომელიმე უარყოფით ქცევაზე თვალს ხუჭავდით ახლა მეტად გაგაღიზიანებთ. ყოველთვის ამოტივტივდება თემები, რომელიც გიბიძგებთ კონფლიქტებისკენ. მხოლოდ იმ წყვილს, რომლებიც იღებენ ამ ფაქტს და მზად არიან მიუდგნენ ამ საკითხს გაგებით, აქვთ გადარჩენის შანსი.


როგორ გავხადოთ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება?

უმეტესობას გონია, რომ სექსი შეიცვლება ურთიერთობის განვითარებასთან ერთად. ფიქრობენ რომ თანდათან გრძნობები შენელდება, სექსი კი რუტინად იქცევა. სიშორე და სპონტანურობა სექსს ცეცხლს მატებს, მეორეს მხრივ ჩვენზეა დამოკიდებული სექსი დროთა განმავლობაში გაუმჯობესდება თუ არა. ჩვენ ვწუწუნებთ სიახლის არ ქონაზე, მაგრამ გვავიწყდება რამხელა როლის თამაში შეუძლია პარტნიორების ეროგენული ზონების ცოდნას .

თუ მარტო ყოფნა მენდომება?
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, არის პირადი გარემოს დაკარგვა, რომელსაც მიჩვეული იყავით სახლში. რამდენიმე თვის შემდეგ გვჭირდება შევიქმნათ პირადი სივრცე, რადგან ამ დროს მტკივნეულად აღვიქვამთ მის არ ქონას. ამ დროს ხშირად ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს და ეჭვიც კი შეაქვთ თავის გრძნობებში პარტნიორის მიმართ. მაგრამ პირადი სივრცის ქონის სურვილი უსიყვარულობას სულაც არ ნიშნავს, ეს ადამიანის ბუნებრივი და აუცილებელი მოთხოვნაა. კარგი იქნება თუ გექნებათ კაბინეტი, ან გაინაწილებთ მუშაობის დროს ოთახში. თუ ამის საშუალება არ გაქვთ სახლში, მოძებნეთ ის სახლს გარეთ: ფიტნესი, ცეკვები, ხატვის წრე, მედიტაცია, ზოგჯერ საჭიროა დრო ერთმანეთის გარეშე გაატაროთ. როგორი სასიამოვნოა როცა ერთმანეთი მოგენატრებათ...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1550 times