სკოლის გარდერობი გოგონებისთვის

საბავშვო მულტივიტამინი

გოგონებს უყვართ პრანჭიაობა, ჭკვიანურად შერჩეული სასკოლო გარდერობი მათ ამის საშუალებას მისცემს.

1. სარაფანი, უნივერსალური კაბაა, თბილ ამინდში მისი ტარება პერანგთან ერთად შეიძლება სიცივეში კი მის ქვეშ როლინგის და კოლგოტის ჩაცმაც შეიძლება. თუ ზმეიკა ექნება გვერძე და არა უკან ბავშვი შეძლებს დამოუკიდებლად ჩაიცვას ის.



2. ჟაკეტი
მისი ჩაცმა შეიძლება სარაფანთან, ქვედაბოლოსთან და შარვალთან ძალიან პრაქტიკულია.

3. ქვედაბოლო
რაც ნაკლები შესაკრავი და ღილი ექნება მით უკეთესი, ყველაზე მოსახერხებელია ქვედაბოლო რეზინზე. ჭრელი ქვედაბოლოსთვის აირჩიეთ სადა ზედა.

4. ზედა
რამდენიმე ცალი ლამაზი ღია ტონის ზედა დაგეხმარებათ გაამრავალფეროვნოთ ჩაცმულობა. გოგონას გარდერობში უნდა გქონდეთ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი. ასევე კარგია რამდენიმე სხვადასხვა ფერის როლინგი, ის გამოგადგებათ თითქმის ყველა სეზონზე.

5. ფეხსაცმელი
ყველა ასაკის გოგონებში ძალიან პოპულარულია ბალეტკები მრგვალი ცხვირით, აუცილებელია აირჩიოთ ისეთი ძირით, რომელიც არ ცურავს, რომ ბავშვი იყოს უსაფრთხოდ.

გაითვალისწინეთ
ბავშვის ტანსაცმელმა რომ არ დაკარგოს ფორმა უნდა შეიცავდეს 30% სინთეტიკას მაგრამ არა მეტს, სხვა ვარიანტში აუცილებლად გაიწელება.

Read 1945 times
საბავშვო მულტივიტამინი
53