როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?

საბავშვო მულტივიტამინი

რა ასაკში უნდა გავაცნოთ ბავშვი წიგნებს?
არასოდეს არ არის გვიან დააინტერესოთ ბავშვი კითხვით, რაც მალე მისცემთ მაგალითს და მის დასანახად/გასაგონად ინტერესით დაიწყებთ კითხვას მით მალე დაინტერესდება ბავშვიც.



როდემდე უნდა ვუკითხოთ ბავშვს?
ზოგი მშობელი ძილის წინ ზღაპრების კითხვას წყვეტს მაშინვე, როგორც კი ბავშვი კითხვას ისწავლის. ძილის წინ კითხვა ბავშვთან ურთიერთობის კარგი საშუალებაა ამასათანავე შეგიძლიათ ამ დროს ყურადღება გაამახვილოთ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ.


როდის ვასწავლოთ კითხვა?
კითხვის სწავლა არ ნიშნავს ლიტერატურის სიყვარულს. არ არის აუცილებელი 3 წლისას ასწავლოთ ასოები და უკითხოთ ლიტერატურა. უმჯობესია ეს დრო თამაშს და ზღაპრების მოყოლას მიუძღვნათ. სკოლამდელ ბავშვს ძალიან დააინტერესებთ თუ პატარა სპექტაკლებს დადგამთ მისი საყვარელი ზღაპრების მიხედვით.

რამდენი წიგნის ქონაა საჭირო?
ზოგი მშობელი ფიქრობს რომ საჭიროა ყველა საბავშვო წიგნის შეძენა რაც გაყიდვაში გამოდის და დარდობენ რომ არ აქვთ შეძენის/შენახვის საშუალება. გახსოვდეთ არ არის აუცილებელი შეიძინოთ ყველა ახალგამოსული წიგნი, ინტერნეტი დაგეხმარებათ თქვენ და ბავშვს კითხვაში.

რამდენად ხშირად უნდა იკითხოთ ბავშვთან ერთად?

ბევრი მშობელი განიცდის რომ არ აქვს დრო, ბავშვთან ერთად კითხვის, არ არის აუცილებელი იკითხოთ საათობით. ყოველდღიური 15 წუთი კითხვა საკმარისია, მთავარია შეთანხმდეთ რომ ყოველ დღე 15 წუთის განმავლობაში უნდა იკითხოთ ერთად, მალე ეს თქვენ საყვარელ რიტუალად იქცევა.

როგორ ავარჩიოთ წიგნები?
აარჩიეთ ბავშვის ასაკის და ინტერესის შესაბამისი წიგნები, ასევე გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესის სფერო.

მშობლებზე ბევრია დამოკიდებული
თუ თქვენ კითხვა არ გიყვართ დიდი ალბათობით არც ბავშვს ეყვარება და პირიქით, თუ ოჯახში საუბრობთ წიგნის გმირებზე ბავშვსაც მოუნდება ჩაერიოს საუბარში გამოთქვას თავისი აზრი და იკითხოს წიგნები.

უნდა აიძულოთ თუ არა კითხვა?
კითხვა არ უნდა იყოს სასჯელის ფორმა. თორემ ბავშვი პირიქით შეიძულებს მას. უნდა ეცადოთ მაქსიმალურად დააინტერესოთ, შეგიძლიათ მოუყვეთ წიგნის ნაწილი და შეწყვიტოთ თხრობა საინტერესო ადგილას რომ ბავშვმა ინტერესით წაიკითხოს.

Read 1862 times
საბავშვო მულტივიტამინი
53