გაიგე ვინ გამოვა შენი შვილი იმ სათამაშოების მიხედვით, რომლებიც უყვარს

საბავშვო მულტივიტამინი

5-6 წლის ასაკისთვის ადამიანის მსოფლმხედველობა ფაქტიურად უკვე ჩამოყალიბებულია, იმის მიხედვით, რა სათამაშოებს ანიჭებს უპირატესობას თქვენი შვილი შეიძლება ივარაუდოთ მისი მომავალი პროფესია.



მანქანები
ფსიქოლოგები ურჩევენ მანქანების მოყვარული ბავშვების მშობლებს, მეტი ყურადღება მიაქციონ სპორტს. მანქანების სიყვარული სუფთა მამაკაცურია, რადგან მამაკაცებს უნდათ მეტად ძლიერები, სწრაფები იყვნენ, თუ ბავშვი დაკავებული არ იქნება სპორტით შეიძლება ჩამოუყალიბდეს ფიზიკური არასრულფასოვნების კომპლექსი რაც გამოიწვევს სურვილს დაიყენოს დიდი კუნთები. ასეთი ადამიანები გატაცებული არიან: კომპიუტერული თამაშებით, შეიძლება იყვნენ სპორცმენები, ან პროგრამისტები.

იარაღი
ეს არის ჯადოსნური ჯოხი პრობლემების გასანადგურებლად. ზოგი დედა ფიქრობს რომ ბავშვში იარაღი აგრესიას იწვევს, მაგრამ ეს მცდარი აზრია, აგრესიულ ბავშვებს არ უყვართ იარაღები, ისინი ისვრიან და ამტვრევენ ყველაფერს რაც ხელში მოხვდებათ. იარაღი უყვართ არააგრესიულ ბავშვებს, რომლებსაც მდიდარი ფანტაზია აქვთ. იარაღის მოყვარული ბავშვები ხდებიან: მსახიობები, მეცნიერები, ჟურნალისტები.

ჯარისკაცები
თუ ბავშვს უყვარს ჯარისკაცების დაგროვება ნუ იფიქრებთ რომ მომავალი ჯარისკაცი გეზრდებათ, დიდი ალბათობით თქვენი შვილი ბუღალტერი გახდება. ფაქტების სისტემაში მოყვანა, კოლექციონერობა, და ნივთების რაღაც თვისებით გაერთიანება ერთ ჯგუფში მეტყველებს თანამიმდევრულ გონებაზე, ცნობების დაგროვების სურვილზე. ეს თვისებები გამოსადეგია მეცნიერებაში, იურისპუდენციაში, სტატისტიკაში, ფინანსების მართვაში და ა.შ

თოჯინები
ეს ყველაზე რთული, მნიშვნელოვანი და საშიში სათამაშოა. ბიჭები იშვიათად თამაშობენ თოჯინებით, ალბათ იმიტომ, რომ მათ პატარა ასაკიდან უნერგავენ რომ ეს გოგონების სათამაშოა და ბიჭს არ შეეფერება. ასე რომ თუ თქვენს ბიჭს თოჯინები მოსწონს ნუ შეშინდებით.
ფსიქოლოგები თვლიან რომ გოგონა დედური გრძნობის გამო კი არ ესაუბრება თავის თოჯინას, არამედ ის ასე ახდენს თვითანალიზს, იკვლევს თავის და ზოგადად ადამიანურ ბუნებას. სათამაშო ხომ ადამიანის მოდელია. ამიტომაც ბიჭებს გოგო თოჯინები არ აინტერესებთ და დაინტერესებული არიან ჯარისკაცი თოჯინებით. თოჯინებთან ურთიერთობით ბავშვი სწავლობს თავის მსგავსებთან ურთიერთობას და ინფორმაციის გადაცემას. თოჯინა ბავშვისთვის არის ღმერთი, მონა, მეგობარი და მისი ანარეკლი, ცოცხალი ადამიანებისგან განსხვავებით მას არ აქვს თავისი ნება, რაც მას აქცევს ყველანაირი ფსიქოლოგიური ვარჯიშის შესანიშნავ ობიექტად.

დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებს ძაღლი, რომელიც ადამიანს არ გავს მაგრამ ჭკვიანია და კარგად გამოდგება ყველაფერში თანახმა მოსაუბრეთ.
თოჯინების მოყვარულები დიდი ალბათობით გახდებიან: ფსიქოლოგები, მასწავლებლები, მღვდლები, მსახიობები ან მწერლები.

ფუმფულა სათამაშო
ბავშვები, რომლებსაც არ უყვართ თოჯინები და ურჩევნიათ ცხოველის ფორმის სათამაშოები ეჭვის თვალით უყურებენ ყველაფერს რაც გავს მაგრამ არ არის ადამიანი.  ადამიანის მსგავსი თოჯინები ამ ბავშვებში იწვევენ შიშს, ზიზღის გრძნობას და ამიტომ ცდილობენ მათგან თავი შორს დაიჭირონ.  ასეთ ბავშვებს რცხვენიათ მაიმუნების დანახვის, სძულთ კლოუნები, ეშინიათ ფიზიკური დეფექტის მქონე ადამიანების ან სხვა რასების წარმომადგენლების. სათამაშო(და ცოცხალი) ცხოველების სიფუმფულე მოსწონთ ბავშვებს, რომლებიც რაიმე მიზეზის გამო ხშირად განიცდიან შიშს. როცა ეხებიან რბილს ამას აღიქვამენ როგორც დამამშვიდებელს და დამცველს.
ბავშვები რომლებსაც უყვართ ფუმფულა სათამაშოები დიდი ალბათობით გახდებიან: სტილისტი, ვეტერინარი, ბედნიერი მამა.

კონსტრუქტორი
კონსტრუქტორები აუტისტი ბავშვების საყვარელი სათამაშოა. სიამოვნების მიღება იმისგან, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის  დამახასიათებელია კონსერვატორი ბავშვებისთვის, ისინი ბრწყინვალენი არიან საქმეებში, სადაც მნიშვნელოვანია ყურადღებიანობა, სიზუსტე, და წესების მკაცრი დაცვა. კონსტრუქტორების მოყვარულები იქნებიან: აუტისტი, ქირურგი, სამხედრო, მესაათე.

არ უყვარს სათამაშოები
ასეთი ბავშვები თამაშობენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებათ, მათთვის ყველაზე მთავარი სიახლე და უჩვეულობაა. უკვე სამი წლისთვის ბავშვი სწავლობს გაგებას „ჩემი“ დაა „სხვისი“ . მათი ნაწილი ყველა საინტერესო და ახალ ნივთს მაგალითად მამის ნოუთბუქს აიღებენ და „აბანავებენ“ სავსე აბაზანაში. ზოგი მათგანი კი საყოფაცხოვრებო ნივთებით თამაშობენ. უყვართ ფქვილში და მაკარონებში თამაში ეს ხდება: გარშემომყოფების მიმართ დიდი უნდობლობის გამო. ის ეჭვობს რომ გამოუსადეგარ ნივთებს(სათამაშოებს) სთავაზობენ, მშობლები კი კარგ ნივთებს იყენებენ. ერთის მხრივ საკუთარის ასეთმა უარყოფამ  შეიძლება ბავშვი თავისუფლებისთვის მებრძოლად აქციოს, თუმცა შეიძლება გაიზარდოს პათოლოგიური კლეპტომანი. დაპატიჟეთ ხშირად სხვა ბავშვები, რომლებიც სიამოვნებით ითამაშებენ მისი სათამაშოებით რომ იგრძოს მათი ფასი.
ასეთი ადამიანები არიან: ქურდები, განმათავისუფლებლები და სულიერი მმართველები, ჰიპები, უფლების დამცველები.

საღებავები, ფანქრები, პლასტელინი და თიხა
სახლში შეიძლება არ იყოს პური, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები. შემოქმედებითი შესაძლებლობები ბავშვს დაეხმარება მომავალში. შესაძლებლობა შექმნას რაღაც ნულიდან ყალიბდება ადრეულ ასაკში. არ დასცინოთ თუ არც ისე ლამაზად გამოუვა, ნუ ასწავლით „სწორად“ ხატვას, ნუ უყიდით გასაფერადებლებს სადაც უკვე დახატეს მის მაგივრად. ხუთ წლამდე სულაც ნუ აჩვენებთ სხვა მხატვრების ნამუშევრებს. ნუ აჩვენებთ როგორ გააკეთოს, მიბაძვას და დაკოპირებას მუდამ მოასწრებს, მიეცით გასაქანი მის ფანტაზიას. თუ ბავშვი ხატვის დროს ლაპარაკობს და ახმოვანებს ნახატს ყველაფერი კარგად მიდის, მისი ფანტაზია ვითარდება. არ გააკრიტიკოთ, ასეთი ბავშვებისგან იზრდებიან: ვიზაჟისტები, დიზაინერები, პოეტები და მეცნიერები.

Read 1555 times
საბავშვო მულტივიტამინი
53