"კარგი" ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ ბავშვებს

საბავშვო მულტივიტამინი

„შეხედე შენს დას, რატომ არ შეგიძლია შენც ასე მოქცევა?“ „აი მამა მოვა და...“, ყველამ იცის რომ ამის თქმა ბავშვისთვის არ ღირს, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ზოგმა ერთი შეხედვით უცოდველმა ფრაზამ, რომელსაც გამუდმებით ვიყენებთ შეიძლება დამანგრევლად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკაზე და ჩვენს ურთიერთობაზე.



„ყოჩაღ, კარგი ნამუშევარია“
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როცა ხშირად ვახალისებთ ბავშვს შექებით დამოკიდებულს ვხდით ჩვენს აზრზე. თუ ხშირად აქებთ მალე მისთვის მთავარი მოტივაცია გახდება შექება, ეს კი ბევრ პრობლემას გამოიწვევს: არ იქნება დარწმუნებული საკუთარ თავში და თავის შესაძლებლობებში, პირველივე სერიოზული წარუმატებლობის შემდეგ მკვეთრად დაეცემა მისი თვითშეფასება, არ ექნება საკუთარი მისწრაფებები და ა.შ. შეწყვიტეთ ბავშვის შექება ნებისმიერ წვრილმანზე, სწრაფად და კარგად ჩაიცვა, ჭურჭელი აალაგა შეხსენების გარეშე, ეს ნორმაა. შემოინახეთ შექება ნამდვილი გამარჯვებებისთვის. ანუ შეაქეთ სხვა სიტყვებით: “მე მომეწონა შენი საქციელი...“


ფრაზა: „არ დაელაპარაკო უცხოებს“
ეს რთული და განუსაზღვრელი რამაა ბავშვისთვის. თუ უცხო ადამიანი კეთილგანწყობილია მას როგორც საშიშს ვერ აღიქვამს, ამას გარდა თუ ბრმად მიყვება ამ წესს, სამყარო მის თვალში თანდათან გახდება არამეგობრული და ხიფათით სავსე. შეწყვიტეთ ბავშვის შეშინება და მიეცით მკაფიო ინსტრუქციები. დაამუშავეთ მასთან პოპულარული სცენები, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, თუ უცხო ადამიანი ტკბილეულს შესთავაზებს და სთხოვეს გაყვეს ან სთხოვს ჩაუჯდეს მანქანაში თუ შეპირდება ნაყინს და სთხოვს მიასწავლოს ბავშვმა გზა უახლოეს მაღაზიამდე.

ფრაზა: „ეს საშიში არ არის“
ბავშვი დაეცა, თქვენ შეშინებული გარბიხართ მისკენ და ხედავთ რომ არაფერი საშიში არ მოხდა, ბავშვი ტირის თქვენ კი ეუბნებით რომ ეს არაფერია, რომ ყველაფერი რიგზეა, ამითი უფრო თქვენ მშვიდდებით ვიდრე ბავშვი. თქვენი ასაკის და გამოცდილების ფონზე ნატკენი ფეხი არაფერია, მაგრამ ბავშვი სხვანაირად ფიქრობს. მას სტკივა, კარგად არ არის და ამიტომ ტირის. თქვენ კი არ უნდა დააიგნოროთ მისი ემოციები, არამედ უნდა დაეხმაროთ გაერკვეს მათში. ჩაეხუტეთ და უთხარით რამე ასეთი: “მე მესმის შენი, შენ შეგეშინდა, როცა წაიქეცი, გტკივა კიდევ?“ შესთავაზე აირჩიოს: შეხვევა ან კოცნა(ან ორივე)

ფრაზა: „დროზე, იჩქარე“

ბავშვი დიდხანს საუზმობს ან ვერაფრით ვერ იკრავს თასმებს რადგან ახლა ისწავლა ეს, თქვენ ხვდებით რომ ისევ გაგვიანდებათ? იმის ნაცვლად რომ ააჩქაროთ და გაუძლიეროთ სტრესი შეარბილეთ ტონი და უთხარით: „მოდი ავჩქარდეთ“. ამით ხაზს გაუსვამთ რომ ერთ გუნდში ხართ ასე ბავშვი თავს არ იგრძნობს დამნაშავედ დაგვიანების გამო. სინამდვილეში ხომ თქვენ ვერ გათვალეთ დრო სწორედ და არ ააყენეთ 10-15 წუთით ადრე. კარგი გამოსავალია მოაწყოთ შეჯიბრება ვინ უფრო ჩქარა...(ჩაიცმევს, ჩაალაგებს და ა.შ)

ფრაზა: „ ჩვენ არ შეგვიძლია თავს ამის უფლება მივცეთ“
ეს ყველაზე ადვილი პასუხია როცა ბავშვი ითხოვს რამის ყიდვას. მაგრამ თუ ხშირად ხმარობთ ამ ფრაზას, ბავშვს შეიძლება შეექმნას წარმოდგენა რომ ვერ აკონტროლებთ თქვენს ფინანსებს ან რომ წარუმატებელი ხართ. აბსურდულად ჟღერს მსგავსი ვარიანტი მოზრდილ ასაკში, როცა ბავშვი ხედავს რომ თქვენთვის ყიდულობთ მანქანას მას კი ეუბნებით რომ არ გაქვთ ფული მისი ტელეფონის საყიდლად. სხვანაირად უნდა მოიქცეთ: „ჩვენ ამის ყიდვა შეგვიძლია, და ვიცით რომ ეს ძალიან გინდა მაგრამ ახლა ფულს უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის ვაგროვებთ“. ბავშვს უნდა ესმოდეს რომ ეკონომიას აკეთებენ არა მხოლოდ მის ხარჯზე და რომ მოვა დრო როცა მიიღებს სასურველს.

ფრაზა: „ფრთხილად იყავი არ წაიქცე“
როცა ამას მიაძახებთ ბავშვს რომელიც უკანმოუხედავად გარბის მხოლოდ გადაგაქვთ მისი ყურადღება. ასე უფრო დიდი შანსია წაიქცეს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ რომ ფრაზა არ წაიქცე(არ ირბინო, არ იხტუნო და ა.შ) ხშირად ნაწილაკი „არ“ არ აღიქმევა და რჩევა იძენს საპირისპირო მნიშვნელობას. მთავარია იყოთ მზად გაუწიოთ პირველადი დახმარება თუ რამე გაუთვალისწინებელი მაინც შეემთხვა, ხოლო გაფრთხილებას უნდა მისცეთ სხვა ფორმა: „გაუძელი“, „სტოპ“...

ფრაზა: „დიეტაზე ვარ“
თუ წონაზე ზრუნავთ ნუ გააცნობთ ბავშვს ყველა დეტალს. თუ დაინახავს რომ გამუდმებით იწონებით და წყევლით ჭარბ ცხიმს შეიძლება არაჯანსაღი დამოკიდებულება განუვითარდეს სხეულის მიმართ. ჯობია პოზიტიური კომენტარები: „მე  ვჭამ ჯანსაღ საკვებს, რადგან ასე თავს კარგად ვგრძნობ“,  ან „რა კარგი ამინდია გარეთ წავალ, ვირბენ“...

ფრაზა: „ტკბილეული მხოლოდ ჭამის შემდეგ“
დაივიწყეთ ეს ფრაზა, ასე ბავშვი შეჭამს ჩქარა, ვერ მიიღებს სიამოვნებას საჭმლისგან და თავად საჭმელი იქნება მისთვის როგორც სასჯელი. თუ ოდნავ შეცვლით  ფრაზას და ეტყვით: „ჯერ შევჭამთ საჭმელს, დესერტად კი ჩვენ გვაქვს...“ გაცილებით დადებით გავლენას მოახდენთ ასე. ამას გარდა ხშირად შეაქეთ ჩვეულებრივი საჭმელი, გემრიელად მიირთვით სუპი ან სალათი ისე რომ ბავშვმა ეს შეამჩნიოს. გახსოვდეთ თქვენ ხართ მთავარი მისაბაძი მაგალითი და თანდათან ბავშვი აითვისებს თქვენ კვებით ჩვევებს.

ფრაზა: „ მოდი დაგეხმარები“
როცა ბავშვი მთელი არსებით ცდილობს ააგოს კუბიკების სასახლე ან ცდილობს ამოხსნას თავსატეხი ძალიან გვსურს ხოლმე დამხარება. მთავარია არ გააკეთოთ ეს ხშირად და არ ჩაერიოთ ნაადრევად. ასე შეიძლება დააკარგვინოთ დამოუკიდებლობა და მიაჩვიოთ ელოდოს ყველაფერს მზა-მზარეულს. ამის ნაცვლად დაუსვით კითხვები, რომლებიც მისცემს მიმართულებას და დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

Read 1891 times
საბავშვო მულტივიტამინი
53