უმჯობესია ბავშვებს ზღაპრები მამებმა წაუკითხონ

საბავშვო მულტივიტამინი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჯობია ღამით ბავშვს ზღაპარი მამამ წაუკითხოს. როცა ამას მამები აკეთებენ უკეთ ვითარდება ბავშვების წარმოსახვა, წერს The Daily Mail.



ერთწლიანი კვლევების შემდეგ როცა ღამით ბავშვებს მამები უკითხავდნენ ზღაპრებს იქნა დადგენილი რომ ბავშვების მეტყველება გაცილებით უკეთ ვითარდებოდა მამებთან დისკუსიის დროს ვიდრე დედასთან. ქალები მოქმედებენ მასწავლებლებივით და უსვამენ მსგავს კითხვებს: „რამდენ ვაშლს ხედავ“? მამაკაცები კი უფრო აბსტრაქტულ რამეებზე ამახვილებენ ბავშვებს ყურადღება, მაგ: „ნახე კიბე, გახსოვს როგორი კიბე ქონდა ჩვენს ძველ სატვირთოს“?

მამებს ახდენენ უდიდეს გავლენას ბავშვების განვითარებაზე, რაც პატარა ასაკიდან უკითხავენ ზღაპრებს მით უკეთესი, ეს როგორც წესი ქალების საქმედ ითვლებოდა მაგრამ უფრო მეტი სარგებელი მამებს მოაქვთ.

როცა ჩართულია ბავშვის წარმოსახვა, უკეთ ვითარდება მისი მეტყველება რადგან ტვინი ამ დროს მეტი ძალისხმევით მუშაობს. როცა ვუკითხავთ ბავშვებს ჩვენ ვაფართოებთ მათი სიტყვების მარაგს, ვეხმარებით თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და ვახდენთ გავლენას მისი ათვისების შესაძლებლობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უპირატესობები აქვს კითხვას, სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეოთხე მშობელი არასოდეს არ უკითხავს ბავშვს ან უკითხავს ექვს თვეში ერთხელ. მცირე რაოდენობის დედ-მამა უკითხავს ბავშვებს ზღაპრებს ყოველ დღე.

Read 1595 times
საბავშვო მულტივიტამინი
53