ჯიუტი ბავშვები მეტად წარმატებულები არიან

საბავშვო მულტივიტამინი

ბერლინის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაუგონარი ბავშვები მეტად წარმატებულები არიან ცხოვრებაში.
აკვირდებოდნენ 745 ადამიანს, აღმოჩნდა რომ რაც უფრო გაუგონარი იყო ბავშვი მით მეტ ფულს შოულობდა ზრდასრულობისას, დამჯერი გოგონები და ბიჭები კი ვერ დაიკვეხნიან იგივე შედეგებით.



დადგენილი წესების დარღვევა და ავტორიტეტების(მშობლების) წინააღმდეგ წასვლა, მაღალი მაჩვენებელია მომავალი ცხოვრებისეული წარმატების, აღნიშნავენ მეცნიერები. ქცევის მიხედვით საკმაოდ ადვილად შეიძლება ბავშვის მომავალი წარმატების დონის განსაზღვრა, მისი IQ, მშობლების სოციალური სტატუსის და მიღებული განათლების მიხედვით.

მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ რატომ არიან წარმატებულები გაუგონარი ბავშვები, თუმცა ვარაუდობენ, რომ ე.წ მეამბოხე სულის წყალობით მეტად აქტიურები არიან, მეტად მომთხოვნები, ამას გარდა ისინი ხშირად არიან მზად დაარღვიონ კანონი ან მოიქცნენ არც ისე ეთიკურად, თუ ეს დადებითად აისახება მათ წარმატებაზე.

ასე რომ თუ თქვენი ბავშვი გაუგონარია დიდად ნუ იდარდებთ ამაზე, უკვე დამტკიცებულია მეამბოხე ხასიათის უპირატესობები. ასეთი ბავშვების ენერგია უნდა მიმართოთ მისივე განვითარებისკენ, უნდა წაახალისოთ მათი ამბიციურობა და კრეატიულობა.

Read 2003 times
საბავშვო მულტივიტამინი
53