ნუ შეზღუდავთ ბავშვებს

საბავშვო მულტივიტამინი

ხშირად ჩვენ, დიდები, ვეუბნებით ბავშვებს:
- არ შეეხო ამას, გატეხავ.
- არ შეეხო შუშას, დასვრი.
-არა,  არა ეს არ შეიძლება, ეს ძვირფასი ნივთია.
-ეს კი ჩვენი არ არის.
-თუ აქ რამეს გატეხავ მომიწევს ფულის გადახდა.
-აი გატეხე, რატომ გინდა ყველაფერს შეეხო?

იმიტომ რომ ისინი ბავშვები არიან, მათ ჭირდებათ შეეხონ ნივთს, რომ გაიგონ როგორ არის მოწყობილი სამყარო. თუ არ მივცემთ საშუალებას შეეხონ რეალურ ნივთებს, ისინი ჩაიკეტებიან , გაიქცევიან ვირტუალურ სამყაროში, რაც ჩვენი მხრიდან ახალ საყვედურებს გამოიწვევს.

ეს მარადიული „ხომ გეუბნებოდი“ რომ არა, შეიძლება არც გაეტეხა ეს ნივთი, ასეთ დროს ბავშვი ძალიან იძაბება და გაცილებით ადვილად უფუჭდება ყველაფერი.

როგორია ამ ნივთების ფასი? რამდენად ხშირად იხდით სინამდვილეში მათ საფასურს? რამდენი ნივთი გიფუჭდებათ და გიტყდებათ თქვენ თვითონ? გაცილებით ნაკლები ვიდრე ბავშვებს? წარმოიდგინეთ, რომ ვინმემ დაიწყოს თქვენი ყოველი შეცდომის შეხსენება  და დროის გასვლის შემდეგაც კი გისაყვედუროთ რომ გააფუჭეთ , ეს ხომ ძალიან გულსატკენი და ძნელი ასატანია ძვირფასო მშობლებო.

თუ ძვირფასია ნივთი თქვენ თავად აჩვენეთ, აკრძალვის ნაცვლად მეგობრული ღიმილით, აუხსენით როგორ მუშაობს, რა მოხდება თუ ამ ღილაკს დააჭერს თითს. მოუყევით კიდევ რამე სასარგებლო, ასწავლეთ როგორ უნდა გაუზიარო შენი ცოდნა მას, ვინც ჯერ არ არის მზად ამისთვის. სად გვეჩქარება? ბავშვები გაიზრდებიან და წავლენ სახლიდან იმაზე ჩქარა, ვიდრე ჩვენ გვგონია. და წავლენ არა ბედნიერები, ფრთაშესხმულები ჩვენი სიკეთით, გაგებით და სიყვარულით, არამედ მობუზულები, დაკომპლექსებულები, რაიმე ახლის გასაგებად ხელის გაწვდენის რომ ეშინიათ ისეთები.

ჩვენ კი დავრჩებით ჩვენს ნივთებთან. რომლებიც ვერც სიხარულს და ვერც ბედნიერებას ვერ მოგვიტანენ. ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი შვილები, მოდით ვაგრძნობინოთ მათ ეს სიყვარული და დავეხმაროთ როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ...

Read 1871 times
საბავშვო მულტივიტამინი
158