შეცდომები ბავშვის აღზრდაში

საბავშვო მულტივიტამინი

მშობლების უმეტესობას სურს იყოს იდეალური მშობელი, თუმცა აღზრდის პროცესში ხშირად უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას რაც ცუდად აისახება მშობლის და შვილის ურთიერთობაზე. იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული ასეთი შეცდომები დაგეხმარებათ ჩვენი რჩევები, რომელთა დახმარებითაც დაამყარებთ მტკიცე ურთიერთობას თქვენს შვილებთან:

გადავხედოთ ძირეულ შეცდომებს, რომლებსაც უშვებენ მშობლები, გახსოვდეთ რომ თავი უნდა აარიდოთ ამ შეცდომებს თუ გინდათ რომ ბავშვებს არა მხოლოდ უყვარდეთ, არამედ გენდობოდნენ კიდეც.



საიდუმლოები
არასოდეს არ უნდა დაუმალოთ ბავშვს ის ინფორმაცია, რაც მის შემდგომ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი წარსული და წარმომავლობა. სიმართლის დამალვა არ დაიცავს ტკივილისგან, პირიქით, როცა სიმართლე გაირკვევა უფრო მეტად ეტკინება გული და თქვენზე ძალიან გაბრაზდება. ჯობია არ დაუმალოთ ბავშვს სიმართლე.

იარლიყები
არ ღირს ბავშვს მივცეთ ის როლი, რომლისგანაც განთავისუფლება გაუჭირდება დიდობაში. გოგონა არ უნდა იყოს ყველგან დამჯერი და დამყოლი, ბიჭი კი არ უნდა იყოს ყველგან ცელქი. როცა ანიჭებთ ბავშვს იარლიყებს, ხელს უშლით იარონ თავისი გზით, რომლის არჩევა თავად მშვენივრად შეუძლიათ.

 

გადაჭარბებული მზრუნველობა
თუ ძალიან გაანებივრებთ და დაიცავთ შეიძლება გაიზარდოს ეგოისტი და გახდეს ინფანტილური. ხშირად ასეთ შეცდომებს უშვებენ ბებიები, რომლებიც მზად არიან გააკეთონ ყველაფერი შვილიშვილის ნაცვლად. შედეგად შვილიშვილები მალე ივიწყებენ მათ და იხსენებენ მხოლოდ მაშინ თუ ჭირდებათ რამე. გახსოვდეთ ბავშვზე უნდა იზრუნოთ ზომიერად, უნდა მისცეთ საშუალება იყოს მეტად დამოუკიდებელი, მხოლოდ ასე იქნება მომზადებული მომავლისთვის.

მიუღებლობა
არანაირ ვარიანტში არ თქვათ უარი საკუთარ შვილზე, თუნდაც არ იყოს იმ სქესის თქვენ რომ გინდოდათ, თუნდაც არ იყოს ისეთი კარგი/ლამაზი/ჭკვიანი/ნიჭიერი როგორც თქვენ გინდათ, გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის. მხარი დაუჭირეთ ყველაფერში, თუნდაც არ მოგწონდეთ მისი წამოწყებები. გახდით ბავშვისთვის დასაყრდენი, რომლის იმედიც მას უნდა რომ ქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ჩაიკეტება საკუთარ თავში, რაც ცუდია მისთვისაც და თქვენთვისაც.

აი ამ ძირითად შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვების აღზრდაში, მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ ამ შეცდომებს თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის.

Read 1494 times
საბავშვო მულტივიტამინი
158