წყლულოვანი სტომატიტი

საბავშვო მულტივიტამინი

წყლულები პირის ღრუში საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობააა და გვხვდება თითქმის ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სქესში.    ზოგადად პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებას სტომატიტი ჰქვია, თუმცა ის შეიძლება მიმდინარეობდეს წყლულებით ან წყლულების გარეშე. 

განარჩევენ სტომატიტის მრავალ სახეობას:

  • მიგრატორული სტომატიტი
  • ანგულარული სტომატიტი
  • ალერგიული სტომატიტი
  • ჰერპესული სტომატიტი
  • ნიკოტინური სტომატიტი და ა.შ.

წყლულოვანი სტომატიტი

Canker Sores

 საკმაოდ ხშირია, რომლის მიზეზიც უცნობია. შეიძლება სტრესი, ან ქსოვილების დაზიანება იყოს მისი გამომწვევი.  ზოგ შემთხვევაში  წყლულების განვითარებაში როლს თამაშობს მჟავე საკვები მაგალითად  ლიმონი, ფორთოხალი,  ანანასი, ვაშლი, პომიდორი, ლეღვი, მარწყვი და ა.შ.

ზოგ შემთხვევაში წყლულების მიზეზია  B12  ვიტამინი, ფოლის მჟავა, რკინის დეფიციტი.

წყლულოვანი სტომატიტის ნიშნებია:

  • ტკივილის შეგრძნება პირის ღრუში, ან ენაზე, ან ლოყებზე.
  • წვის შეგრძნება, სანამ წყლულები გაჩნდება
  • წყლულს აქვს მოთეთრო ფერი, მრგვალი ფორმა, წითელი კიდეები და საზღვრები.
  • იშვიათად ცხელება
  • იშვიათად ლიმფური კვანძების გადიდება

წყლულოვანი სტომატიტი როგორც წესი რამდენიმე დღე გრძელდება და მკურნალობის გარეშე განიკურნება.

იშვიათად იყენებენ მკურნალობისთვის ანტისეპტიკურ ხსნარებს, თუ მდგომარეობა გახანგრძლივდა.

წყლულოვანი სტომატიტის პრევენცია შეიძლება  მჟავის შემცველი საკვებისგან თავის შეკავებით ან იმ საკვებისგან თავის შეკავებით რაც იწვევს ღრძილების გაღიზიანებას.

 

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

Read 4222 times
საბავშვო მულტივიტამინი
158