აუტიზმი

საბავშვო მულტივიტამინი

აუტიზმი პროტოტიპული გავრცელებული განვითარების დარღვევაა, რომელიც ვლინდება ბავშვობაში და ახასიათებს მთელი ცხოვრების განმავლობაში  რეციპროკული (ორმხრივი) ურთიერთბების პრობლემა.  კომუნიკაციის შეზღუდვა და  ინტერესების და აქტივობების ველის შემცირება.

ეპიდემიოლოგია 10 - ში  10 000  ბავშვიდან. ბიჭებში  5 ჯერ უფრო ხშირია , ვიდრე გოგონებში.

იწყება  3 წლიდან. ახასიათებს  ენობრივი, კომუნიკაციის პრობლემა.

 

საინტერესოა ის, რომ ზოგჯერ აუტისტ ბავშვებს აქვთ ე.წ. სავანტური  (სწავლული) შესაძლებლობები.  მაგალითად. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ძალიან დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი, მაგრამ  ჰქონდეს ძალიან კარგი მუსიკალური სმენა, ან ხატავდეს ძალიან კარგად, ან ჰქონდეს ძალიან კარგი მათემატიკური უნარები. ზოგჯერ ეს შესაძლებლობები გაცილებით აღემატება ჩვეულებრივი ადამიანების უნარებს.

ბავშვებს აუტიზმით დაახლოებით  3 წლის ასაკში უვლინდებათ სიმპტომები, რომელიც ამ მდგომარეობაზე მიუთითებს. მათ შეუძლიათ საათები გაატარონ   მარტო თავისთვის თამაშში.   სოციალურად აქტიურები არ არიან.  თუ სხვები ცდილობენ კომუნიკაციას  ისინი ავლენენ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას.  აუტისტ ბავშვებს უჭირთ არავერბალური კომუნიკაციის გაგება (თვალებით კონტაქტი, სახის ექსპრესიულობა).  იღიმიან ცოტას,  საუბარი როგორც წესი უჭირთ, თუ საუბრობენ ხშირად ახასიათებთ ექოლალია -ანუ სხვის ნათქვამს ავტომატურად რომ იმეორებენ.  რევერსიული ნაცალსახელების გამოყენება - მაგალითად: ბავშვი თავის თავზე საუბრობს,  მესამე პირში, ან თავის თავს მოიხსენიებს სახელით. უაზრო რითემბი, რიტუალური ქცევა, კომპულსური რუტინული ქცევები, რომელთა შეწყვეტაც იწვევს  ტანტრუმს, ან სხვა რეაქციებს.  ახასიათებთ თავის ქნევა, კბილბის კრაჭუნი,  ტკივილზე და გარე სტიმულებზე შესუსტებული რეაქცია. ზოგჯერ მიმართავენ თვით დაზიანებას.

აუტიზმის კონკრეტული მიზზი უცნობია, ცნობილის ის, რომ მას აქვს გენეტიკური საფუძველი.  სავარაუდოდ დარღვევები არის ლიმბურ, სისტემაში, ტემპორალურ და წინა (ფრონტარულ) წილებში. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტვინის გარკვეული ადგილების ჰიპოფუნქციას.

აუტისტურ ბავშვს რაც უფრო მაღალი აქვს ინტელექტის კოეფიციენტი და ენითი უნარები, მით უკეთესია პროგონოზი. თუ  6 წლისთვის აქვს ნორმალური კომუნიკაციის უნარი და  საშუალო არავერბალური კოგნიტიური უნარები, მაშინ სავარაუდოდ ასეთ ბავშვს შეუძლია მომავალში იცხოვროს დამოუკიდებლად.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

Read 3701 times
საბავშვო მულტივიტამინი
158