პანიკური შეტევები

საბავშვო მულტივიტამინი

ზოგადად შფოთვითი დარღვევები ხასიათდება  მოუსვენრობით, გადაჭარბებული ნერვიულობით საკუთარ დისტრესზე,  მუდმივი შიშით მომავალზე.  მიიჩნევა, რომ შფოთვითი დარღვევები ქრონიკულია და ვლინდება , როგორც ბავშვების ასევე დიდების  5-10 % ში. 

პანიკური აშლილობა - წარმოადგენს   მოულოდნელ, რეკურენტულ პანიკურ შეტევებს, რომელიც  ვითარდება მოულოდნელად , ახასიათებს  რეალური საფრთხის გარეშე  განსაზღვრული განწირულობის გრძნობა. პანიკური შეტევა გრძელდება რამდენიმე წუთი მაგრამ შიშები     უნდა გაგრძელდეს ერთი თვე მაინც და შემდეგი პანიკური შეტევაც თუ გამოვლინდა პანიკური აშლილობის დიაგნოზი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ისმევა.

პანიკური შეტევები იმითია მნიშვნელოვანი, რომ უმეტესად ბავშვობის ასაკიდანვე ვლინდება, ან მოზარდობაში და ქრონიკული მდგომარეობაა, ანუ მთელი ცხოვრება გრძელდება.   სიმპტომების სიმძიმე დროთა განმავლობაში იცვლება, ხან იზრდება, ხან მცირდება. 

პანიკური შეტევების სიმპტომები:

 

  • ქოშნი,
  • საკუთარი გულისცემის შეგრძნება
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • მოხრჩობის შეგრძნება
  • საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის და „გაგიჟების“ შიში

სიმპტომები დაახლოებით  15 წუთი გრძელდება.  ადამიანები ზოგჯერ ფიქრობენ, რომ სიკვდილის პირას არიან ან გულის შეტევა ემართებათ.  პანიკური შეტევები კლასიფიცირდება:  1) სპონტანური 2)  სიტუაციასთან დაკავშირებული  3) სიტუაციით განსაზღვრული (მაგ. პანიკური შეტევები ვლინდება მხოლოდ სკოლაში).

პანიკურ შეტევებს ხშირად თან ახლავს სხვადასხვა სახის ფობიები, განსაკუთრებით აგორაფობია  (ხალხმრავალი , გაშლილი ადგილების შიში)

პანიკური შეტევები უმეტესად  15-19 წლის ასაკში იწყება, ან უფრო ადრე.

პროგნოზი - მდგომარეობა, როგორც წესი ქრონიკულია და ამ პოპულაციაში უფრო მაღალია სუიციდის შემთხვევები.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Read 4044 times
საბავშვო მულტივიტამინი
158