ბავშვის ძილი

საბავშვო მულტივიტამინი

ძილი  ადამიანისთვის უნივერსალური ფენომენია და განსაკუთრებით ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.   აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის  ქცევითი და ფსიქოლოგიური პროცესების ნორმალური განვითარებისთვის.  ძილი ზოგადად ორ ნაწილად  იყოფა რემ (თვალების სწრაფი მოძრაობის) ფაზა და არა რემ ძილი.  არა რე ძილი თავის მხრივ იყოფა 3 სტადიად.  1 ყველაზე სუსტი ძილი, ამ დროს ეეგ-ზე მნიშვნელოვანი აქტივობაა და მესამე სტადია ყველაზე ღრმა ძილია,  ეეგ-ზე ნელი ტალღების აქტივობით ხასიათდება.  ძილის სტადიები მიმდევრობით ერთმანეთს ცვლიან მთელი ღამის განმავლობაში.

ძილის არქიტექტურა იცვლება ახალშობილობიდან ბაშვობამდე. ძილის ციკლი დაახლოებით გრძელდება  60 წუთი ახალშობილებში, ნელ-ნელა გრძელდება  90 წუთამდე (ბავშვებში და ზრდასრულებში). ახალშობილები ძილს იწყებენ რემ ძილის ფაზით.  დიდი ბავშვები და ზრდასრულები კი არა რემ ძილის ფაზით.

 

რემ ძილი ბავშვებში გამოიხატება აქტიური ძილის სახით. კუნთების შეკუმშვა,  სახის  მიმიკების ცვლილება ახასიათებს ამ პერიოდს.  თავიდან რემ ძილი ძილის  50 % -ს შეადგენს ნელ ნელა მისი წილი მცირდება ძილში და 25 % მდე ჩამოდის დიდ ბავშვებში და ზრდასრულებში.  3-6 თვემდე ბავშვებს ღრმა ძილით თითქმის არ ძინავთ.  6 თვიდან კი იწყებენ ასეთ ძილსაც.

ძილის რაოდენობაც მცირდება დროსთან ერთად. ახალშობილს საშუალოდ  16-18 საათი ძინავს.  ერთი წლის ბავშვს  10-11 საათი ღამე და  2-3 სთ დღეში. 

12 წლის ბავშვს კი დღეში დაახლოებით 9-10 საათი ძინავს.

ზრდასრულებს  დაახლოებით  7,5 – 9   საათი.

ძილისას ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესები ნელდება, ეცემა სხეულის ტემპერატურა, გულისცემა, სუნთქვის სიხშირე, ენერგიის მოხმარება მცირდება.

არა რემ ძილის პირველი სტადია წარმოადგენს მსუბუქ ძილს.   ეს მდგომარეობა არის ღვიძილსა და ჩაძინებას შორის პერიოდში.  კუნთები აქტიურია,  თვალებიც შეიძლება მცირედ  ქონდეს ადამიანს გახელილი და ამოძრავებდეს ქუთუთოებს. ამ დროს ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ჰიპნოზურ ჰალუცინაციებს , ანუ ისეთი სიზმრები, როცა ადამიანი ნახულობს სიზმარს და თან იცის, რომ სიზმარია.

მეორე სტადია -  შედარებით ღრმა ძილია. გაღვიძება ძნელია,  კუნთების აქტივობა შემცირებულია.  არა რემ ძილის ფაზებს შორის ამ სტადიაზე ატარებს ყველაზე დიდ დროს ადამიანი.

მესამე სტადია -  ძილის ყველაზე ღრმა სტადია, ამ დროს ადვილად არ ეღვიძება ადამიანს.  ყველაზე მეტად ამ სტადიაში ისვენებს ორგანიზმი.  ამ სტადიაში ვითარდება პარასომნიები, კოშმარები, მთვარეულობა, ღამის ენურეზი.

 

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Read 3289 times
საბავშვო მულტივიტამინი
158