* ყურადღების დეფიციტი , ჰიპერაქტიური მდგომარეობა.
* დამწვრობა - აუმჯობესებს შეხორცების პროცესს
* გაციება და გრიპი - ამცირებს გაციების სიმპტომებს.
* დეპრესია - თუთია ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას
*გინგვიტი - ამცირებს ღრძილების ანთებას
* ჰალოტოზი - ამცირებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.
* კუნთების კრამპები - ამცირებს კუნთების უნებლიე შეკუმშვას -კრამპებს
* ასტიმულირებს იმუნურ სისტემას
* ამცირებს პროსტატიტის სიმპტომებს.
* ხელს უწყობს A ვიტამინის სტაბილური დონის შენარჩუნებას სისხლში.
გემოვნება და ყნოსვა
მრავალი კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა გამოტანეს დასკვნა, რომ თუთია ააქტივებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია გემოვნებასა და ყნოსვაზე. თუთიის უკმარისობა განაპირობებს ამ შეგრძნებების პათოლოგიას.
მეხსიერება
თავის ტვინის მეხსიერებაზე პასუხისმგებელი განყოფილებები აგრეთვე საჭიროებენ თუთიას. თუთია ნეირონებისთვის კარგი სტიმულანტია და აუმჯობესებს ინტელექტუალურ განვითარებას.
იმუნიტეტი
თუთია არაჩვეულებრივი სტიმულატორია და ვიტამინ C-თან ერთად დადებითად აისახება იმუნიტეტზე, ვინაიდან იმუნური სისტემის უჯრედები დიდი რაოდენობით საჭიროებენ თუთიას. იმუნიტეტს თუთია დამატებით ეხმარება თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფით.
მხედველობა
თუთია თვალის ბადურის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებლია ელემენტია. განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის – მაკულისათვის. თუთიის დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას.
კანი
თუთიის წყალობით რეგულირდება კანის ზედაპირის სიგლუვე, აქტიურად გადამუშავდება ცხიმოვანი მჟავები, ძლიერდება რეგენერაციული პროცესები და უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა.
ფრჩხილები
ადამიანის ორგანიზმში არის თუ არა თუთია საკმარისი მარტივად შემოწმდება ფრხილებით. თხელი, სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების დროს სავარაუდოა თუთიის ნაკლებობა.
თმები
თმების ხარისხი და სიგრძეც რეგულირდება თუთიის შემცველობით. მისი უკმარისობა იწვევს თმის ზრდის შენელებას და თმების ღერების გათხელებას.