კოლიკა ახალშობილებში

საბავშვო მულტივიტამინი

ახალშობილთა კოლიკა წარმოადგენს გავრცელებულ მდგომარეობას ახალშობილებში, რომელიც ახალშობილთა ტირილის ხშირი მიზეზია (ხასიათდება ძლიერი უმიზეზო ტირილიტ). მის მარტივ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ვესელის  3 -ის წესი.   1) ბავშვი   დღეში სამ საათზე მეტს ტირის 2 ) სულ მცირე  3 ჯერ დღეში 3)   მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში.  რათქმაუნდა დიაგნოზის დასასმელად სამი კვირა არაა საჭირო J  თუ სხვა სიმპტომები ემთხვევა ესეიგი კოლიკაა.  კოლიკის გამო ტირილი ხშირად აღიწერება, როგორც პაროქსიზმული ხასიათის ტირილი, რომელსაც თან ახლავს  სახის მიმიკების შეცვლა და  ფეხების  გაშლა, აირების დაგროვება.

კოლიკას მიზეზი უცნბია,  ის ბავშვების  5-19 % ში ვითარდება.  ბიჭებში და გოგონებში თანაბრად არის გამოხარუტლი.  აუცილებელია კოლიკასა და სხვა მიზეზებს შორის დიფერენცირება გატარდეს.  მაგალითად.  შიმშილი, ჰაერის გადაყლაპვა(ძლიერდება ტირილით), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი,  საკვების ინტოლერანტობა.

 

კოლიკას დიაგნოზი ისმევა, როცა არის სიმპტომები, ბავშვი გადამეტებულად ტირის, რაიმე ორგანული დაზიანება კი არ აქვს. 

კოლიკას სიმპტომები იწყება დაახლოებით  6 კვირიდან და გრძელდება  12 კვირამდე.   თუმცა ყოველთვის  3 თვის ასაკში არ წყდება შეიძლება გაგრძელდეს მეტიც.

მშობელს რაც შეუძლია გააკეთოს ბავშვის ტირილის პერიოდებში არის მაქსიმალური ზრუნვის და სიყვარულის გამოვლინება.  სიმღერით, მოფერებით, მსუბუქი ვიბრაციით,  რითმული რამე მსუბუქი ხმებით, ე.წ. თეთრი ხმაურით,  მანქანით გასეირნებით. შესაძლებელია ბავშვის დამშვიდება.  აუცილებელია გათვალისწინება, რომ არ შეიძლება ბავშვის შენჯღრევა. არ შეიძლება !  შეიძლება განვითარდეს შენჯღრეული ბაშვის სინდრომი და ეს ბავშვის სიკვდილითაც კი დასრულდეს, ამიტომ არ შეიძლება ბავშვის შენჯღრევა !

მკურნალობა წამლებით არცაა საჭირო და არც არსებობს ეფექტური მკურნალობა. არსებობს სხვადასხვა ჩაები კამის, გვირილის, ძირტკბილა  და კიდევ სხვა ჩაები, რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ არის.

რაც შეეხება კოლიკის დროს კვების ცვლილებას დიდი მნშნელობა არ აქვს. ერთადერთი რძის პროდუქტები. თუ ბავშვი ძროხის რძეზეა მაშინ სხვა რძეზე ჯობია მისი გადაყვანა, ხოლო თუ ბუნებრივ კვებაზეა დედამ ჯობია თავიდან აიცილოს რძის პროდუქტების მიღება დროებით თუ კოლიკას ეს  ამსუბუქებს.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

Read 5152 times
საბავშვო მულტივიტამინი