საკვები რომლებიც აუარესებენ გაციების სიმპტომებს და წამლები, რომლებიც მოგარჩენთ.

ვინაიდან ახლა ზამთრის სეზონი და გაციებებისთვის ხელსაყრელი პირობებია გთავაზობთ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ ამ არასასიამოვნო სიმპტომების დროულად დამთავრებაში და მოახდენს პრევენციას, რომ გაციება და გრიპის სიმპტომები არ გაძლიერდეს.  საკვები რომელსაც რამდენიმე საათში შეუძია დაამძიმოს გაციების და გრიპის სიმპომები

არსებობს საკვები, რომელსაც უნდა ერიდოთ თუ გაციების ან გრიპის შეგრძნება და სიმპტომები გაქვთ.

  • შაქრიანი საკვები, ტკბილი სასმელები ლიმონათები. ნებისმიერი საკვები რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს შაქარს აუარესებს გრიპის და გაციების სიმპტომებს, ვინაიდან შაქარი ზრდის ანთებით რეაქციას  და რეალურად ასუსტებს ორგანიზმს.  ეს ეხება ტკბილეულს, კანფეტებს, შოკოლადებს,  ფუნთუშებს, ტკბილ სასმელებს.  გაციების და გრიპის დროს მიიღეთ წყალი დიდი ოდენობით, დაგეხმარებათ დროულად გამოჯანმრთელებაში.
  • რძის პროდუქტები - მრავალ კარგს გაიგებთ რძის სარგებლის შესახებ მაგრამ გაციებისას არ გამოგადგებათ. რძე და რძის პროდუქტები  ხელს უწყობენ ლორწოს წარმოქმნას, რომელიც ყელში, ცხვირში და მის ახლო მდებარე ადგილებში ძალიან შემაწუხებელია და არ გასვენებთ.   რძე ასქელებს უკვე წარმოქმნილ ლორწოს.  თუ ამ მხრივ პრობლემა არ გაქვთ და  თავისუფლად იტანთ რძეს გაციებისას, მაშინ პირიქით, ის სასარგებლოა, ვინაიდან  მასში არის ცილები რომელიც ორგანიზმს, განსაკუთრებით გაციებისას ძალიან ჭირდება.
  • ალკოჰოლი - ალკოჰოლი შაქრის მსგავსად ზრდის  ანთებით პროცესებს,  ასუსტებს იმუნიტეტს, ამიტომ მისი მიღება არ არის სასურველი.  ალკოჰოლს იმდენად შეუძლია დაამძიმოს მდგომარეობა რომ თუ წინა საღამოს მხოლოდ სიმპტომები გქონდათ და მიიღებთ ალკოჰოლს, მეორე დილას შეიძლება გაიღვიძოთ სიცხიანმა.
  • ტოსტი, კრეკერები,    პურეულობა, ნაყინი, ორცხობილები და სხვა ფუნთუშეულობა. ნახშირწყლები საჭმლის მომნელებელ სისტემაში სწრაფად იშლებიან შაქრებად და მოქმედებენ, როგორც შაქრები . აძლიერებენ ანთებას, ანთების სიმპტომებს.  თუ მაინც გინდათ რომ გაციებულზე კარაქიანი ტოსტი  მიირთვათ შეგიძლიათ გამოიყენოთ სრულმარცვლოვანი პური (დაცეხვილი ხორბლის პური) რომელიც ნამდვილად სასარგებლოა და არც გაციების სიმპტომებს გააუარესებს.
  •  

    აქვე შეგახსენებთ გაციების და გრიპის მკურნალობისთვის საჭირო სამ ყველაზე ეფექტურ მარტივ წამალს, რომელიც იაფიც ღირს და არც რეცეპტი სჭირდება.

    • ასპირინი - არ გამოიყენოთ 7 წლამდე ბავშვებში, სხვა ასაკში შესაძლებელია, ეფექტურად ხსნის გაციების და გრიპის სიმპტომებს , ამცირებს ანთებას.
    • ანტიჰისტამინურები მაგ. სუპრასტინი. ძალიან ეფექტურია თუ გაწუხებთ ჩამონადენი ცხვირიდან და მსგავსი სიმპტომები.   მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პირველი თაობის (მეორეც) ანტიჰისტამინურები იწვევენ ძილიანობას.
    • პარაცეტამოლი - სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი. მარტივი და იაფი. შეიძლება მისი გამოყენება ბავშვებშიც. ოღონდ არა დაშვებულ დოზაზე მეტის.

    რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

     

    რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 4470 times