სუნთქვის გაძნელება ჭამის შემდეგ

ადამიანების ნაწილი ჭამის შემდეგ განიცდის სუნთქვის გაძნელებას ან ქოშინს.   ეს ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური მოვლენაა, ვინაიდან რა კავშირი უნდა ჰქონდეს ჭამას სუნთქვასთან, თუმცა არსებობს მიზეზები, რომელთა გამო შეიძლება წარმოიშვას სუნთქვის პრობლემები ჭამის შემდეგ :

  • თუ ძალიან მალე დიდი ოდენობით საჭმელი მიირთვითლ. გადიდებული კუჭი აწვება დიაფრაგმას და სუნთქვის პრობლემები წარმოიქმნება, მეორეს მხრივ ამ მდგომარეობას შებერილობა ახლავს თან.

გამოსავალი -  იკვებეთ ზომიერად.

 

  • საკვებისმიერი ალერგია - როცა იმ საკვებს ღებულობთ რის მიმართაც ალერგია გაქვთ პირველი ერთ-ერთ პირველი რეაქცია ლორწოვანი გარსების შეშუპება და სუნთქვით პრობლემებია , ადამიანი შეიძლება იყოს ალერგიული ნებისმიერ საკვებზე, თუმცა  არის  8 გამოყოფილი საკვები რომელზეც ალერგია უფრო ხშირია: ნიგოზი, მიწის თხილი, კვერცხი, ხორბალი, რძე, თევზი, ხამანწკები და სოიო.
  • სასუნთქი გზების პრობლემები - თუ ისედაც გაქვთ ფილტვების ან ბრონქების დაავადება შეიძლება კვების შემდეგ მდგომარეობა უარესდებოდეს.
  • გასტროეზოფაგაური რეფლუქსი. როდესაც კუჭში არსებული მჟავა საყლაპავში ბრუნდება უკან (ნორმაში ასე არ უნდა იყოს) ეს იწვევს  გულძმარვის შეგრძნებას რომელსაც თან შეიძლება ახლდეს ქოშინიც.
  • არითმია - გულის ცემის რიტმის დარღვევა -   საკმაოდ ხშირია, მრავალ შემთხვევაში საშიში არ არის, მაგრამ არითმიები უყურადღებოდ მაინც არ უნდა დატოვოთ.  თუ გულთან დაკავშირებული სიმპტომები გაქვთ მიაკითხეთ კარდიოლოგს.
  • შფოთვით დარღვევები - შიშები, პანიკური შეტევები და შფოთვა შეიძლება გახდეს  სუნთქვის გაძნელების მიზეზი. ამიტომ სტრესის მართვას თქვენს ცხოვრებაში ენიჭება მეტი მნიშვნელობა , თუ ეფექტურად მართავთ მას, შეიძლება სუნთქვის პრობლემებიც მოგეხსნათ.  
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5842 times