ცხოველური ცხიმები თუ მცენარეული ცხიმები?

დიდი ხანია სამედიცინო წრეებში მიდის კამათი ცხოველური ცხიმების ავ-კარგიანობის შესახებ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ცხოველური ცხიმები სიკვდილიანობას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.  დღეს კი ეს საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

ჯერ კიდევ  40 წლის წინ ჩატარდა ამ საკითხზე უდიდესი კვლევა.  1968 წლიდან 1973 წლამდე მიმდინარეობდა .სადაც  9000 ადამიანი მონაწილეობდა . ამ ადამიანების კვებით რაციონის კონტროლი ხდებოდა სრულად, ვინაიდან  ეს ადამიანები იყვნენ  მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლები და ფსიქიატრიული ჰოსპიტალის პაციენტები.  ადამიანების ნაწილს აძლევდნენ რძის პროდუქტებს (სხვა საკვებთან ერთად) ანუ იმ პროდუქტებს, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. ხოლო ჯგუფის მეორე ნაწილს  საკვებად აძლევდნენ  მცენარეულ ცხიმებს და პოლიუჯერ ცხიმებს,  ნაჯერი ცხიმების ნაცვლად. ამით უნდოდათ საბოლოოდ დაემტკიცებინათ, რომ ნაჯერი ცხიმები უარყოფითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ზრდიან სიკვდილიანობას.

კვლევებმა ადრე აჩვენა, რომ  ნაჯერი ცხიმები უარყოფით გავლენას ახდენდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და მთელს მსოფლიოს პრაქტიკულად ურჩევდნენ ნაჯერიდან  მცენარეულ ცხიმებზე გადასვლას.  დღევანდელი კვლევებით და ძველი კვლევების გადახედვით კი იკვეთება, რომ  მცენარეულ ცხიმებზე ყოფნა ნამდვილად ამცირებს ქოლესტერინის დონეს, მაგრამ არ ახდენს გავლენას სიკვდილიანობაზე. ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობას არ ცვლის, ასეთ შემთხვევაში ქოლესტერინის შემცირების მიზნით მცენარეული ცხიმების მიღება ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს.   სხვა კვლევებიც იგივეს აჩვენებენ, ნაჯერი ცხიმების ჩანაცვლება  მცენარეული ცხიმებით არ იწვევს  სიკვდილიანობის შემცირებას ან გულის დაავადებების რისკის შემცირებას.  მეტიც, ზოგიერთი კვლევის მონაცემით ზრდის მათ.

 მოკლედ რომ ვთქვათ ექსპერტებს შორისაც დიდი გაუგებრობაა, ვრცელდება ურთიერთ  გამომრიცხავია კვლევის შედეგები და ბოლო პერიოდში მეცნიერები იხრებიან იქით, რომ ნაჯერი ცხიმების მიღება არათუ ზიანის მომტანი არამედ სასარგებლო შეიძლება იყოს.  ამიტომ თუ გიყვართ ყველი, კარაქი, არაჟანი და სხვა რძის პროდუქტები შეგიძლიათ თამამად მიირთვათ (რათქმაუნდა ზომიერად) ისინი სავარაუდოდ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნიან.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2827 times