რა არის თრომბოზი?

თრომბოზი წარმოადგენს თრომბის ფორმირების პროცესს. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადამიანის სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ თრომბის ფორმირება წარმოადგენს. მაგალითად ინფარქტის შემთხვევაში გულის სისხლ ძარღვში ვითარდება თრომბი დაიხშობა სისხლძარღვის სანათური და კვდება გულის კუნთი ამ პროცესს მიოკარდიუმის ინფარქტს უწოდებენ. მეორეს მხრივ იგივე ხდება ინსულტის (იშემიური) შემთხვევაში ოღონდ თავის ტვინში. თავის ტვინის სისხლძარღვის სანათურის დახშობა ხდება თრომბის მიერ და კვდება ტვინის ქსოვილი. ანუ თრომბის ფორმირება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა მედიცინისთვის.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თრომბს ზოგადად დამცველობითი ფუნქცია აქვს. მაგალითად როდესაც სისხლდენაა ჭრილობიდან თრომბის ფორმირებით სისხლდენა ჩერდება, მაგრამ როცა ეს გულში, ტვინში, ან სხვა ორგანოებში ხდება ეს უარყოფით მოვლენაა. 

 

როდესაც ტერმინ თრომბოზს  იყენებენ მას არ ხმარობენ დადებითი მნიშვნელობით ის გამოხატავს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ზიანდება ორგანიზმი.

თრომბოზის მიზეზებზე საუბრისას ასახელებენ ვირხოვის ტრიადას: ჰიპერკოაგულაცია, ენდოთელური უჯრედების დაზიანება და სისხლის დინების დარღვევა. 

ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა არის თრომბოფილია. უმეტესად გენეტიკური მდგომარეობაა, შეიძლება იყოს  ავტოიმუნური დარღვევებით გამოწვეული.

ენდოთელური უჯრედების დაზიანება -  შეიძლება იყოს სისხლძარღვის კედლის ტრავმა, ქირურგია, ინფექცია, ბიფურკაციებით გამოწვეული ტურბულენტობის შედეგი.

სისხლის დინების დარღვევაში კი იგულიხმება მაგ ვენური სტაზი, რომელიც გულის უკმარისობის დროს წარმოიქმნება, ასევე წინაგულოვანი ფიბრილაცია, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის თრომბის ფორმირებისთვის.

თრომბოზის ყველაზე ცნობილი ფორმებია ინსულტი და ინფარქტი, რომლებიც ჯამურად სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევები არიან განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება თრომბოზის სხვა ფორმებია:

  • ღრმა ვენების თრომბოზი
  • პორტალური ვენის (კარის ვენის) თრომბოზი
  • თირკმლის ვენის თრომბოზი
  • საუღლე ვენების თრომბოზი
  • კავერნოზული ვენების თრომბოზი
  • წინაგულოვანი თრომბოზი.

თრომბოზის სამკურნალოდ გამოიყენება ვარფარინი, კ ვიტამინის ანტაგონისტები.  როდესაც უფრო ეფექტური და ძლიერი ეფექტია საჭირო იყენებენ ჰეპარინის ინექციებს.  ევროპის ქვეყნებში მოდის ტენდენცია, რომ პაციენტებმა თვითონ მართონ საკუთარი თრომბოზის რისკები.  მაგ.  გერმანიაში პაციენტები 20 % თრომბოზის საწინააღმდეგო თვითმკურნალობას მიმართავს.  ამერიკაში 1 %

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5598 times