თირკმლის კენჭების მიზეზები და მათი აცილების გზები.

 

ყოველ მეთერთმეტე ადამიანს თირკმელში ქვები აქვს. ამავდროულად თირკმლის ქვებისგან გამოწვეული ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილია რაც კი არსებობს, ამავდროულად  ამ ტკივილის დროს შვების პოვნა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ გამოსავალია არ დაგემართოთ ქვები. პრევენცია კი შესაძლებელია თუ გეცოდინებათ რა იწვევს მათ. ჩვენ გთავაზობთ სწორედ  იმ რისკ ფაქტორებს, რაც თირკმელში ქვებს იწვევს.

კონკრეტულად რა არის თირკმლის ქვები?

  • თირკმლის ქვები/კენჭები წარმოადგენს მინერალების კრებულს, რომელიც ერთიანდება და ქმნის კენჭის გარეგნობას, იჭედება თირკმლის რომელიმე ნაწილში ან საშარდე სისტემის სხვა ადგილებში. თირკმლის კენჭების ძირითადი შემადგენლობაა  კალციუმი და  ოქსალატებია, იშვიათად კალციუმი და ფოსფორი. 

კარგი ამბავი ის არის, რომ ადამიანს თავისი ცხოვრების წესით  უმეტესწილად შეუძლია თირკმლის კენჭების განვითარების პრევენცია მოახდინოს.

  • კალციუმის ნაკლებობა - ლოგიკურად ალბათ ფიქრობთ, რომ თუ თირკმლის ქვები კალციუმისგან შედგება კალციუმს თუ ნაკლებად მიიღებს ადამიანი, მით ნაკლები ალბათობა ექნება კენჭების განვითარების. სინამდვილეში პირიქითაა. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ კალციუმის დეფიციტი ერთ-ერთი რისკ ფაქტორია თირკმლის კენჭების განვითარებისთვის. ოქსალატები, რომლებიც წესით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უნდა შორდებოდნენ კალციუმს, მისი დეფიციტის შემთხვევაში შარდშიც კალციუმთან ერთად ხვდებიან და შედეგად ქმნიან კენჭებს.
  • სალათები -  დიახ სწორედ მწვანე მცენარეები დიდი ოდენობით შეიცავენ ოქსალატებს, თუ მათ ხშირად იღებს ადამიანი   უკავშირდებიან   კალციუმს და გადადიან შარდში. მათი ნაწილი კი ქმნის კენჭებს.
  • მარილი - ის არა მარტო უარყოფითად მოქმედებს გულზე და სისხლძარღვებზე, არამედ უარყოფით გავლენას ახდენს თირკმლებზეც,  მისი მომატებული დონე სისხლში იწვევს კალციუმის ეკსკრეციას შარდში რაც ზრდის კენჭების წარმოქმნის ალბათობას.  ამიტომ  ნატრიუმის მიღება დღეში 2,3 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. რაც  5 გ. მარილს შეესაბამება.  იმ ადამიანებმა კი, ვისაც ჰიპერტენზია აქვს 1,5 გ ზე მეტი არ უნდა მიიღონ.
  • ციტრუსებისთვის ნაკლები ყურადღების მიქცევა. ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიფრუტი, არა მარტო   ვიტამინების მიღების კარგი საშუალებაა, არამედ ამცირებენ  თირკმელებში კენჭების განვითარების ალბათობას ციტრატის შემცველობის გამო.
  • ხორცის მიღება. ის ადამიანები ვინც დღიურად   100 გრამ ან მეტ ხორცს ჭამენ  50 % ით ხშირად ემართებათ თირკმლის კენჭები.
  • ჩაი - ასევე წარმოადგენს ოქსალატების წყაროს (როგორც შავი, ასევე მწვანე ჩაიც). ის ადამიანები ვინც ბევრს იღებენ შავ ჩაის თითქმის უორმაგდებათ თირკმლებში კენჭების განვითარების რისკი.  ბევრ ჩაიში იგულისხმება დღეში 3  ჭიქაზე მეტი.
  • ყოველდღიურად ლიმონათების და სხვა მსგავსი სასმელების მიღება.  დღეში 1 ჭიქა კოკა 23 % ით ზრდის  კენჭების წარმოქმნის ალბათობა. საშუალოდ კი დღეში   8 ჭიქა წყალი უნდა მიიღოთ რათა თირკმელების დაცვა ეფექტური იყოს, მაგრამ ეს არ ეხება ფანტას, სპრაიტს და სხვა ლიმონათებს.
  • ხშირი ინფექციები - იმ ადამიანებს, ვისაც ხშირი საშარდე გზების ინფექციები აქვთ, უფრო მეტად აქვთ კენჭების განვითარების ალბათობა.
  • ჭარბი წონა - კენჭების განვითარების რისკ ფაქტორია.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4340 times