სისხლძარღვების თრომბოზის ნიშნები, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

 

თრომბის წარმოქმნა სისხლძარღვებში ერთ შეხედვით უვნებელი მდგომარეობაა, მაგრამ რეალურად მათ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ. დაწყებული იშემიური ინსულტით, გულის ინფარქტით და ფილტვების ემბოლიზმით დამთავრებული.

სისხლის შედედების პრობლემები ზოგჯერ უსიმპტომოა და ადამიანს უჭირს მასზე წინასწარი რეაგირება.  მაგ. ინსულტის შემთხვევაში ხშირად საკმაოდ მოულოდნელად ვითარდება, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლებელია სიმპტომების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება. მაგ.

ღრმა ვენების თრომბოზი -  მას ახასიათებს:

 

  • ფეხების სიწითლე
  • შეშუპება (ფეხების)
  • სითბოს შეგრძნება იმ ადგილზე სადაც თრომბოზია
  • ტკივილი და სიმაგრის შეგრძნება
  • ყრუ ტკივილი სიარულისას ფეხებში.
  • ფეხებზე ვენების ზედაპირების გაფართოვება.

თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დროულად უნდა მიაკითხოთ ექიმს. 

ვინაიდან ღრმა ვენების თრომბოზს შეიძლება მოყვეს მძიმე გართულება რომელსაც ფილტვების ემბოლიზმი ჰქვია და  ის კი ნამდვილად სიცოცხლისთვის საშიშია.  ფეხის ვენებიდან დაშლილი თრომბის ნაწილი შეიძლება წამოვიდეს ფილტვებისკენ და გაიჭედოს ფილტვის რომელიმე არტერიაში. შედეგად ფილტვის სისხლის მიმოქცევა შეიძლება დაიბლოკოს სრულად ან ნაწილობრივ.

ფილტვის ემბოლიზმის ნიშნებია:

  • გულის ცემის აჩქარება
  • მკერდის ტკივილი ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას
  • ქოშინი
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • ოფლიანობა
  • დაღლილობა
  • შფოთვა
  • ხველა (ზოგჯერ სისხლიანი ნახველით)

ვინ არიან ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ?

რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები:

  • ჭარბი წონით და სიმსუქნით
  • ხანგრძლივად უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები (მაგ. მანქანით მგზავრობა რამდენიმე საათი)
  • მოწევა
  • სიმსივნეები
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება
  • ტრავმა
  • ასაკი 60 წელი და მეტი
  • ქრონიკული ანთებით დაავადებები
  • ქირურგიული ოპერაციები.

გამოსავალს წარმოადგენს პრევენცია, რაც ადრე მოხდება მით უკეთესი.   წონაში დაკლება, მოწევის შეწყვეტა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა. ხოლო უკვე განვითარებულ მძიმე მდგომარეობებს დროული სამედიცინო ჩარევა სჭირდება.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5647 times