თმის ცვენის მიზეზები

თმის ცვენა უფრო ხშირია მამაკაცებში,  თუმცა ქალებშიც საკმაოდ გავრცელებულია თმების შეთხელება და თმის ცვენასთან დაკავშირებული პრობლემები. მიზეზები შეიძლება იყოს მარტივი. როგორიცაა ვიტამინის დეფიციტი და კომპლექსური - მძიმე სამედიცინო მდგომარეობები.  ამ სტატიაში განვიხილავთ იმ მიზეზებს, რომლებიც იწვევს თმის  ცვენას უმრავლეს შემთხვევაში.

  • ფიზიკური სტრესი - დიდი და სერიოზული ფიზიკური ტრავმა , ავარია, ქირურგიული ოპერაცია, მძიმე დაავადება, გრიპიც კი. შეიძლება გახდეს თმის ცვენის დროებითი მიზეზი.  ძლიერი ტრავმის შემდეგ თმის ზრდის ციკლი ხშირად ირღვევა, ამიტომ თმის ცვენა შესამჩნევია. ეს ყველაფერი ნორმას უბრუნდება დაახლოებით  3-6 თვეში.
  • ორსულობა - ორსულობაში საკმაოდ ხშირია თმის ცვენა, უფრო ხშირი კი მშობიარობის შემდგომი თმის ცვენაა, ვინაიდან მშობიარობა ნამდვილად დიდი ტრავმაა.  თმების ზრდა ისევ ნორმალურ რიტმს უბრუნდება რამდენიმე თვეში მშობიარობიდან.
  • A ვიტამინის დიდი ოდენობით მიღება - მაღალი დოზებით ა ვიტამინი შეიძლება გახდეს თმის ცვენის მიზეზი. ამიტომ, ა ვიტამინის    5000 საერთაშორისო ერთეულზე მეტის მიღება სასურველი არ არის. ა ვიტამინით თმის გამოწვეული თმის ცვენა დროებითია,  როგორც კი ნორმას დაუბრუნდება ა ვიტამინის დონე  თმის ზრდა  განახლდება.
  • ცილების ნაკლებობა -  თუ არ იღებთ სათანადო ოდენობით ცილებს  თმის ცვენა შეიძლება ნამდვილად პრობლემად გექცეთ. ასევე თმის ღეროების დაყოფა და ფრჩხილების პრობლემებიც.   თმის ცვენა იწყება ცილების მიღების შემცირებიდან დაახლოებით  2-3 თვეში. 
  • თმის ცვენა მამაკაცური ტიპით - კაცების 70 % 60 წლისთვის უკვე მელოტია.  ყოველ შემთხვევაში მამაკაცური ტიპით მაინც.  ამის მიზეზს გენეტიკური წინასწარ განწყობა, მამაკაცის სასქესო ჰორმონები და  გარემო ფაქტორების ერთობლიობა წარმოადგენენ.   მამაკაცის სასქესო ჰორმონები განაპირობებენ ე.წ. M ის ფორმის თმის თმების სტილს.  გამოსავალს წარმოადგენს როგაინი, ან ფინასტერიდი. ან თმის გადანერგვა. წამლები მაღალი ეფექტურობით არ გამოირჩევა.
  • გენეტიკა - ქალების შემთხვევაში თმის ცვენის მიზეზი ხშირად არის გენეტიკა. ასეთი ფორმით  თმის ცვენას ანდროგენულს უწოდებენ. განსაკუთრებით ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი თუ თმის ცვენა დაეწყო მშობელს (ქალს) განსაზღვრულ ასაკში. გამოსავალს წარმოადგენს როგაინი, რომელიც ეხმარება თმებს ზრდაში, ან მინიმუმ აჩერებს თმის ცვენას.
  • ქალური ჰორმონები- კონტრაცეპტივები ზოგჯერ იწვევენ თმის ცვენას. იგივე ითქმის მენოპაუზაზე,  ჰორმონული დისბალანსის გამო შეიძლება დაიწყოს თმის ცვენა.
  • ემოციური სტრესი - ძალიან იშვიათია, რომ ემოციური სტრესის გამო თმის ცვენა განვითარდეს, მაგრამ მაინც შეიძლება მოხდეს.
  • ანემია - ქალების დიდ ნაწილს აქვს რკინა დეფიციტური ანემია. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. ასეთ შემთხვევაში გამოსავალს წარმოადგენს რკინის პრეპარატების მიღება.
  • ჰიპოთიროიდიზმი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირება იწვევს თმის ცვენას. ასეთ შემთხვევაში მკურნალობას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა და ჰორმონული ბალანსის აღდგენა.
  • B ვიტამინის დეფიციტი - შედარებით იშვიათია მაგრამ მაინც ვითარდება, შეიძლება მეტად შეგვხვდეს იმ ადამიანებში ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამენ.  მკურნალობას წარმოადგენს B  ვიტამინის მიღება.
  • აუტო იმუნური თმის ცვენა  - ალოპეცია არეატა.  ამ დროს ორგანიზმი თმებს აღიქვავს როგორც უცხო აგენტებს და ებრძვის მათ და ანადგურებს. ამ შემთხვევაში მკურნალობას წარმოადგენს სტეროიდების ინექციები.
  • სისტემური წითელი მგლურა - აუტო იმუნური დაავადებაა, რომელიც თმის ცვენასაც იწვევს სხვა სიმპტომებთან ერთად. 
  • ანორექსია - როდესაც ადამიანს ძალიან მძიმე ფორმით აქვს ანორექსია იქ თმის ცვენაც ვითარდება, ვინაიდან ორგანიზმი მუდმივ შიმშილზეა.
  • ქემოთერაპია (ქიმიოთერაპია) - იწვევს თმების ცვენას, ვინაიდან წამლები, რომელსაც ქემოთერაპიის დროს იყენებენ წყვეტენ უჯრედების ზრდას და გამრავლებას, ეს კი თმებზეც აისახება თმები წყვეტენ ზრდას და ახლად წარმოქმნას.
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი - წარმოადგენს ჰორმონული დისბალანსით მიმდინარე დაავადებას, რომლის დროსაც ჭარბ თმიანობასთან ერთად შეიძლება შეგვხვდეს თმის ცვენაც. მკურნალობას წარმოადგენს  ჰორმონული მდგომარეობის მოწესრიგება.
  • ტრიქოტილომანია - კომპულსური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანიები უნებლიედ იგლეჯენ თმებს. უფრო ხშირია ბავშვებში და გოგონებში.
  • ასაკი - 50-60 წლიდან ბუნებრივად იწყება თმის ცვენა. კაცებში მანამდეც, ქალებში კი ამ ასაკიდან.  კონკრეტული მკურნალობა ასაკობრივი თმის ცვენისთვის არ არსებობს.
  • ანაბოლური სტეროიდები -  თუ თქვენ ვარჯიშობთ და სტეროიდებს იღებთ კუნთებისთვის, იცოდეთ რომ ეს უარყოფითად შეიძლება  აისახოს თქვენს თმებზე.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 8155 times