5 საკვები რომელიც კბილებს გაგითეთრებთ

კბილების გათეთრების პროფესიონალური სხვადასხვა გზები არსებობს. უმეტესობას აქვს თავისი უარყოფითი მხარე. მაგალითად მგრძნობელობის მომატება. ჩვენ გთავაზობთ კბილების გათეთრების ბუნებრივ მეთოდებს, რომლებსაც გვერდით ეფექტები არ გააჩნიათ, უსაფრთხო და ეფექტურია.

  • ბროკოლი - ხშირად მას მოთუშულს  ჭამენ თუმცა ეს მიდგომა მცდარია.  მისი ჭამა უმად ჯობია.  ის მოქმედებს დაახლოებით ისე, როგორც კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა ერთად.  ამას დამატებული მისი რკინის მაღალი შემცველობა  ეხმარება და იცავს კბილის ემალს ეროზიისგან და მავნე ბაქტერიების მოქმედებისგან.
  • ფორთოხალი - არ გადაყაროთ ფორთოხლის კანი. გავრცელებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას რომ ფორთოხლის კანი ნაკლებად არის  მჟავას შემცველი, ვიდრე  სხვა ციტრუსების შემთხვევაშია.  შეიცავს c  ვიტამინის ფორმას,  რომელიც კბილების გათეთრებაში მონაწილეობს.  ფორთოხლის კანის თეთრი ნაწილი წაისვით  კბილებზე , ის არამარტო გაგითეთრებთ კბილებს არამედ დაიცავს მას  ეროზიისგან.
  • მარწყვი - მარწყვის პასტა ათეთრებს კბილებს.  მისი ჭამაც ეფექტურია კბილებისთვის.   მალის მჟავა რომელსაც მარწყვი შეიცავს  ათეთრებს კბილებს.
  • სტაფილო -  მისი ზედაპირი მოქმედებს როგორც ბუნებრივი კბილის ჯაგრისი, ამიტომ ვინც ხშირად ჭამს უმ სტაფილოს მისი კბილები უფრო თეთრი და ჯანსაღია.
  • ყველი - ლაქტის მჟავა, რომელსაც ყველი შეიცავს იცავს კბილს  კარიესისგან.  მეორეს მხრივ ყველი შეიცავს კალციუმს, ცილებს რომლებიც აუცილებელია კბილების და ღრძილების ჯანმრთელობისთვის.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 2286 times