როგორ იწყებენ დილას სუპერ წარმატებული ადამიანები

მარკ ცუკერბერგი, ანნა ვინტური, ტიმ კუკი... ისინი დგებიან ძალიან ადრე და მათ აქვთ კიდევ ერთი საერთო ჩვევა.


ბარაკ ობამა ყოველ დილით ვარჯიშობს, 45 წუთის მანძილზე კვირაში 6დღე. ეს პირველია, რასაც ის გაღვიძებისთანავე აკეთებს. ერთ დღეს ის აკეთებს ძალისმიერ ვარჯიშებს, მეორე დღეს აკეთებს კარდიოს.

მარკ ცუკერბერგი ვარჯიშობს კვირაში სამი დღე, ის დილაობით დარბის თავის ძაღლთან ერთად, ეს პირველია რასაც ის აკეთებს საუზმემდე.

ანნა ვინტური ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორი დგება დილის 5:45 -ზე იმისთვის, რომ ყოველდღიურად 1საათის მანძილზე ითამაშოს ტენისი.

ტიმ კუკი ეფლის აღმასრულებელი დირექტორი დგება 4:30-ზე და მიდის სპორტ დარბაზში კვირაში რამდენჯერმე.

ამ ცნობილ ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ ჩვენთან, მათ არ აქვთ დრო სამსახურის მერე სავარჯიშოდ, თუმცა სხვაობა იმაშია, რომ ისინი პოულობენ გამოსავალს იმის საკეთებლად რაც სურთ. უპირატესობას ანიჭებენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მოსწონთ, უთენია დილას, იმ დროს რომელიც მათ აქვთ საკუთარი თავისთვის. ბუნებრივია ეს მოითხოვს ნებისყოფას, მაგრამ აქედან იწყება ნებისმიერი წარმატებული ადამიანი...

ასეთი ადრეული ადგომა და მიზანმიმართული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს გონებრივ აქტივობას. ამასთანავე ვარჯიში საუკეთესო პროფილაქტიკაა გულის დაავადებებისთვის სტრესის ნებისმიერი დონის დროს.

მას შემდეგ, რაც ამერიკაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იქნა მიჩნეული „ქვეყნის ნომერ პირველ ქილერად“, გულის დაავადებების ამერიკულმა ასოციაციამ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, რომელიც დაგვეხმარება გულის კუნთის ჯანმრთელად შენარჩუნებაში. გაითვალისწინეთ რომ ეს არის მინიმალური აუცილებელი ოდენობა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ გულის ჯანმრთელობა.

რეკომენდაციები:

მინიმუმ 30 წუთიანი აერობიკა კვირაში არანაკლებ 5 დღისა.(რომ კვირაში გამოვიდეს 150წთ)

ან
მინიმუმ 25 წუთი ინტენსიური აერობიკა, კვირაში  არანაკლებ
3 დღისა, კვირაში რომ გამოვიდეს 75 წუთი.

დამატებით

კვირაში ორი დღე მაინც მცირე ან ინტენსიური ძალოვანი ვარჯიშები კუნთებისთვის.

ამას გარდა არტერიული წნევის შესამცირებლად და ქოლესტერინის დონის დასაწევად აუცილებელია 40წუთი ინტენსიური ვარჯიშები(თუ არ შეგიძლიათ ნელი) კვირაში 3-4-ჯერ.

აერობული აქტივობა არის ისეთი აქტივობა, რომელიც გაიძულებთ ისუნთქოთ ღრმად, გული ამ დროს ცემს გახშირებულად. მაგრამ ამასთანავე ის რიტმულია და მისი რეგულირება შეგიძლიათ, თუ იგრძენით რომ ძალიან სწრაფი ტემპი გაქვთ აღებული შეანელეთ. რადგან გული კუნთია ამიტომ მისი გავარჯიშება ყოველდღიური ვარჯიშებით შესაძლებელია, მათი არ ქონა კი გულს ასუსტებს. აერობული დატვირთვის ყველაზე მარტივ საშუალებად ითვლება სიარული, ასევე აერობულ ვარჯიშს მიეკუთვნება ველოსიპედით სიარული, ცეკვები, ცურვა, თუ თქვენ ყოველ დღე 5-10წუთი ფეხით დადიხართ, ლიფტის გარეშე ადიხართ შენობაში ეს დრო ემატება თქვენი აერობული ვარჯიშების დროს.

ძალოვანი ვარჯიშები მოითხოვს კუნთების დატვირთვას, ან თქვენი საკუთარი წონით ან დამატებითი სიმძიმეებით, ესენია ბუქნები, აჯიმანიები, პრესის ვარჯიშები. მათთვის ვინც ვერ ახერხებს ნახევარი საათის გამოყოფას სავარჯიშოდ კარგი ვარიანტია ამ დროის შუაზე გაყოფა, ივარჯიშეთ 15წთ დილას და 15წთ საღამოს, დამეთანხმებით ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის დღეში ნახევარი საათი ყველას მოგვეპოვება, ამის მაგალითი კი სწორედ სუპერ წარმატებული ადამიანები არიან...ასე რომ წინ...

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2521 times