10 ნიშანი ხართ თუ არა ბუნებით ლიდერი, ანუ ალფა.

ალფა მამაკაცი მარტივად რომ განვსაზღვროთ ლიდერი,  რომელსაც ემორჩილებიან და რომელსაც აქვს ბუნებითი ქარიზმა, სისტემურ ვექტორული ფსიქოლოგიით  ურეტრალი.

ისინი მაგრები არიან, ისინი თავდაჯერებულები არიან. როცა ისინი შემოდიან ოთახში ყველა ამჩნევს , მას უსმენენ.  ადამიანებს მის წრეში ყოფნა უნდათ, ქალებს კიდევ ძალიან მოსწონთ ალფა მამაკაცები.

ალფებს აქვთ რაღაც შეუდარებელი და შეუცდომელი მახასიათებლები, ისინი არიან ბუნებრივი ლიდერები   ირჩევენ თავის ჯგუფს და შემდეგ იცავენ მას.

 

ასე ახასიათებენ ალფებს. დროის ცვლილებასთან ერთად რათქმაუნდა ალფას მახასიათებლებიც იცვლება და ადრე თუ ისინი გამორჩეული მეომრები და  დანაყოფის თუ არმიის მეთაურები იყვნენ დღეს სხვა ადგილებში გვხვდებიან.  ალფა კრიზისში ყოველთვის იჩენს თავს, როგორც ლიდერი, ის იღებს თავის თავზე დაგეგმას ბრძოლას და გამარჯვებას.

ბევრი ადამიანი ბაძავს ალფას, რადგან ალფას სტერეოტიპი ყველასთვის ცნობილია, თუმცა არის რაღაცეები რასაც ალფა არსდროს გააკეთებს.  ეს რაღაცეებია :D

  • ალფას ვერ დაასწრებ გადახდას (საუზმე, სადილი, ვახშამი არ აქვს მნიშვნელობა) მით უმეტეს ქალს არასდროს გადაახდევინებს ამის უფლებას თავის თავს ვერ მისცემს. მისი პირველი ინსტიქტი, თავის თავზე აიღოს „ზარალი“ . ამაში მას ბადალი არ ჰყავს.
  • ალფას არასდროს ერიდება ბოდიშის მოხდა. ის მარტივად იტყვის „ ბოდიში, ვცდებოდი.“ შემდეგ იწყებს პრობლემის გამოსწორებას და ამაში ძალისხმევას არ იშურებს.
  • ალფა არასდროს არავის „ეტენება“ არსად. ის ან ლიდერია, თუ ლიდერი არ არის პატივისცემით მაგრამ გაბედულად ამბობს თავის აზრს.  თავის ხედვას უზიარებს ადამიანებს და არავის ეპირფერება, თუმცა ადამიანებს პატივისცემით ექცევა.
  • არასდროს ჭორაობს, არავისთან, არავიზე. არ ამბობს და ხაზს არ უსვავს სხვა ადამიანების სისუსტეს და მარცხს.  არ იცინის სხვების წარუმატებლობაზე.  ალფა არასდროს უღალატებს თავის გუნდს.  არც არავის დაამცირებს. ის თავს არ აიმაღლებს სხვების დაცემით.
  • პანიკა კრიზისის დროს – ალფას არ ახასიათებს პანიკა გადამწყვეტ მომენტებში.  მოქმედებს  დაუყონებლივ და გაბედულად, თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით.  შეიძლება გული  გამალებით უცემდეს, მაგრამ არ ეშინია. ალფა მშიშარა არ არის.
  • ალფას ყოველთვის აქვს გეგმა – შეიძლება მოქმედებდეს „სინათლის სისწრაფით“ მაგრამ ყოველთვის აქვს გეგმა , ჯერ ფიქრობს და მერე მოქმედებს და არა პირიქით.
  • ალფა არასდროს ადანაშაულებს სხვებს- ალფა იღებს პასუხისმგებლობას თავის შეცდომებზე, არ ეძებს თავის გამართლებას ან დამნაშავეს. მან იცი, რომ ე.წ. ჰარდვორქით ნებისმიერი სიტუაციის შემობრუნება შეიძლება.
  • არ იტყუება – ალფა არ არის მატყუარა. არც მეგობრებთან, არც უფროსთან, არც საყვარელ ადამიანთან. ზოგადად ტყუილი შეიძლება თქვას, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა მაგრამ მისი მახასიათებელი ტყუილი არ არის, მატყუარას მას ვერ უწოდებთ.  ზოგადადაც არ ატარებს ნიღაბს არის უპირატესად ის ვინც არის. ამბობს იმას რასაც ფიქრობს.
  • ალფა არ არის მოღალატე – არ ღალატობს თავისას არავის, არ გასცემს, პატივს ცემს სხვებს აქვს ჯენლტმენური მანერები, ის თავისი წინსვლისთვის არ გაწირავს სხვებს, არც უკან დახევს მათ.
  • არასდროს ახასიათებს ბულინგი – თუ ვინმე ბულინგობს ეგრევე შეგიძლიათ თქვათ, რომ ის ალფა არ არის და არასდროს იქნება. ალფას თავისი ძალების დამტკიცება არ ჭირდება  . თუ საქმე რეალურ ბრძოლას შეეხება ალფა უკან არ დაიხევს, მაგრამ  ამას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აკეთებს, აუცილებლობის შემთხვევაში.  არ ცდილობს ვინმეზე დიდი, ძლიერი, უკეთესი გამოჩნდეს.  ისინი ძლიერები არიან (შინაგანი ძალით უპირატესად) და როგორც წესი იმარჯვებენ, მაგრამ თუ დამარცხდნენ, მაინც არ დაიწყებენ სხვების დადანაშაულებას.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2944 times