გამორჩეული ისტორიული მანქანები

1)       The Volkswagen Beetle  ჩვენებურად ხოჭო :); ავტომობილი რომელიც ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ხანია რაც გამოდის.  1938 წლიდან მოყოლებული  2003 წლამდე.  ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთ-ერთ პირველი ავტომობილი იყო, რომელიც ევროპიდან შევიდა ამერიკულ ბაზარზე მასიური წარმოებით.


2)       The Oldsmobile (1940)  – პირველი ავტომობილი რომელიც სრულიად ავტომატური გადაცემათა კოლოფით გახლდათ.

 


3)      The Ford 150 Pickup (1948)განსაკუთრებული ვიზუალური მომხიბვლელობით არ გამოირჩევა, მაგრამ   60 წლის განმავლობაში ბესტსელერი იყო ამერიკაში.


4)      British Motor Corporation Mini (1959)  – იგივე, მინი კუპერი . ბევრი ადამიანისთვის საყვარელი და საოცნებო კომპაქტური ავტომობილი წინა წამყვანი თვლებით. იდეაში მოიაზრება როგორც გერმანული ბითლზის ბრიტანულ ექვივალენტად. თუმცა მინი კუპერს თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავს დღეისთვისაც.  


5)       The Ford Mustang (1964) ფორდ მუსტანგის გამოშვება იყო  ე.წ. პირველი “muscle” მანქანის საწყისი. მის შემდეგ ამერიკაში მრავალი სპორტული მანქანა შეიქმნა მსგავსი დიზაინით, სპორტული მახასიათებლებით, დიდი ძრავით და მაღალი ცხენის ძალით.  მუსტანგს პონი მანქანასაც ეძახდნენ. გრძელი კაპოტის და მოკლე საბარგულის გამო.


6)      The Honda Civic 1972 წ.  გამოვიდა, როგორც ძლიერ ეკონომიური ავტომობილი. ის იყო იაფი და „თავის საქმეს აკეთებდა კარგად“. დღეისთვის ჰონდა ცდილობს სივიკი არა მარტო ეკონომიურობით და სიიაფით, არამედ ძლიერი ძრავითაც გამოირჩეოდეს.

საბოლოოდ ჰონდა სივიკმა ყველა გააოცა თავისი გამძლეობით. ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ავტომობილი აღმოჩნდა ისტორიის განმავლობაში.


7)      The Jeep Cherokee (1974)  პირველი საშუალო ზომის ჯიპი J  პირველი  4X4 ზე ავტომობილი.  პირველი SUV (Sport Utility Vehicle). დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის სახეობა.

 


8)      The Plymouth Voyager/Dodge Caravan (1984) –  დოჯ ქარავანი. საქართველოში საკმაოდ ცნობილი მოდელი. პირველი მინივენი. 

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2828 times