11  რამ, რაც ქალებს სექსუალურად მიაჩნიათ კაცებში.

 

ზოგადად ყველაფერი სუბიექტურია და რაც შეიძლება ერთ ქალს მოსწონდეს მეორეს აღიზიანებდეს, თუმცა არის რაღაცეები რაც უმრავლესობა ქალებს მოსწონს და სექსუალურად მიაჩნია.  ჩვენ სწორედ ასეთ 11 მათგანს გთავაზობთ.

  • ქალებს მოსწონთ, როცა კაცს კლასიკურად აცვია. განსაკუთრებით პირველი შთაბეჭდილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე კლასიკური და თან დახვეწილი ჩაცმულობა ადვილად იქცევს ყურადღებას.
  • ქალებს მოსწონთ, როცა კაცი თმებზე ეხება. განსაკუთრებით როცა ქალს მოსწონს კაცი  სასიამოვნოა თმებზე შეხება და შეიძლება მეტი სიახლოვისკენ სვლა თმებზე შეხებით დაიწყოთ J
  • ქალები ყოველთვის მართლები არიან - ამიტომ  ეცადეთ გაუგოთ მათ, მოუხადოთ ბოდიში, არ არის აუცილებელი კამათი არგუმენტირებული პასუხით დაასრულოთ, ეს ქალებთან არ ჭრის.
  • საუბრის ინდივიდუალური მანერა - შეიძლება ეს იყოს რამე მცირე დეფექტი მეტყველებაში, ან საკუთარი სტილი. ქალებს მოსწონთ და სექსუალურად მიაჩნიათ ასეთ სტილის საუბარი.   გამოკვეთილი, გარკვევით  და ხმამაღლა საუბარი შეიძლება საერთოდ არ ესიამოვნოს ქალს. მოკლედ ქალთან საუბარი არ ჰგავს ტრიბუნასთან საუბარს.
  • ქალებს მოსწონთ როცა კაცი მათთვის საჭმელს ამზადებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ ქალებს საშინლად არ მოსწონთ „დიასახლისი“ კაცები, მის მიმართ რომც ჰქონდეთ ის ვნებაც კი უქრებათ. მაგრამ მოსწონთ, როცა კაცი საქმიანი და წარმატებულია და გამონაკლისის სახით მათთვის საჭმელს აკეთებს, ანუ საჭმლის კეთება თქვენი ყოველდღიური სახლის საქმიანობა არ უნდა იყოს. უნდა ეცადოთ იყოთ გარეთ წარმატებული, სახლში რომანტიული J. ძნელია მაგრამ მაინც.
  • ქალებს მოსწონთ როცა კაცი საყვარლად ესაუბრება შინაურ ცხოველებს და ეფერება. აქ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ზოგი ქალი თვითონ ცხოველებს ვერ იტანს. ასეთ შემთხვევაში ცხოველებთან ენის მოჩლექით საუბარი მომგებიანი არ არის .
  • ქალებს უყვართ როცა კაცები ნაკითხები არიან. ქალები გიჟდებიან როცა კაცს ზოგადი ცოდნა დიდი აქვს,  განსაკუთრებით სიამოვნებთ თუ კაცი კითხულობს მათ შესახებ (მაგ. თუ აქვს ბლოგი) ან უბრალოდ ფეისზე ინფორმირებულია მის შესახებ.  ქალები უარს ადვილად ვერ ეუბნებიან იმ კაცებს, რომლებიც ნაკითხები არიან.
  • იცეკვეთ თავისუფლად და სულელურად - აი ეს მოსწონთ ქალებს. თავისუფლება ყოველ მოძრაობაში. არ მოსწონთ დაკომპლექსებული კაცები.
  • გამოიყენეთ სუნამო - ქალებს სექსუალურად მიაჩნიათ და იზიდავთ სასიამოვნო სუნი. შემდგომში როცა ურთიერთობა აეწყობა პირიქით, შეიძლება თქვენი ბუნებრივი სუნი უფრო აგზნებდეს, ვიდრე  სუნამოსი, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებისას სუნამო მნიშვნელოვანია.
  • ბეწვები ფეხებზე - შეიძლება ქალების დიდი ნაწილი ფეხებზე ბეწვებს (თმებს) სექსუალურად არ თვლიდეს, მაგრამ უფრო  ცოტაა ისეთი ვისაც  გაპარსული, ან ნაეპილაციევი ფეხები მოსწონს.
  • მოუსმინეთ გულისყურით - არა ზერელედ. მოუსმინეთ,  გაუგეთ და გაცილებით ეფექტურად გამოიყენებთ დროს.   თუ მოუსმენთ ბევრს გაიგებთ მის შესახებ, მეტიც შეიძლება მას კარგი ამბავი აქვს თქვენთვის, ასე რომ იყავით მომთმენები და მომსმენები თქვენი ქალის მიმართ.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4511 times