ჟელივიტი (Jellyvit) Featured

საბავშვო მულტივიტამინი

ჟელივიტი - მულტივიტამინების და მინერალების სრული  კომპლექსი   ბავშვებისთვის. ჟელეს გემრიელ საღეჭ აბებში. ვიტამინები წარმოადგენს ისეთ ნაერთებს, რომელიც ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობისთვის და ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. ვიტამინები არ სინთეზირდება ორგანიზმში ამიტომ აუცილებელია მათი მიღება.

ჟელივიტში წარმოდგენილია ვიტამინების და მინერალების სრული კომპლექტი, რაც საჭიროა ბავშვის ჯანმრთელობის მიღწევა-შენარჩუნებისთვის და ზრდა-განვითარებისთვის.

ჟელივიტში  ერთ კოლოფში წარმოდგენილია   60 ცალი ჟელეს ვიტამინი.

მიღების წესი: მიიღება  1 ან 2 ცალი დღის განმავლობაში   ბავშვებში  2 წლის ასაკიდან.

ფასი : 49 ლარი (კოლოფში წარმოდგენილია  60 ცალი ვიტამინი)

დამზადებულია ამერიკაში (Made in USA)

  • ბავშვების ზრდისთვის - ვიტამინი A; ვიტამინი D; ვიტამინი E; ვიტამინი B6; ფოლის მჟავა, თუთია.
  • მხედველობისთვის - ვიტამინი A; ვიტამინი E; თუთია
  • იმუნუტეტისთვის - ვიტამინი C; პანტეტონის მჟავა; ვიტამინი A; ვიტამინი D; ვიტამინი E; იოდი.
  • კანის, თმების და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის - ბიოტინი, თუთია, ვიტამინი A; ვიტამინი E.
  • ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის: ვიტამინი B6; ვიტამინი E; ვიტამინი B12; ქოლინი, ბიოტინი, პანტეტონის მჟავა.
  • სისხლის და სისხლძარღვებისთვის: ვიტამინი A;  ვიტამინი E; ვიტამინი C.

    ჟელივიტის უპირატესოებები:

     

    * ხარისხი - დამზადებულია ამერიკაში,  ხარისხი 100 % ით გარანტირებულია.

     

    * მიღების მოხერხებული და კომფორტული ფორმა -  აქვს ჟელეს კანფეტების სასიამოვნო  გემო,  რაც ბავშვს უადვილებს და აყვარებს მის მიღებას. 

     

    * სრული ვიტამინების კომპლექსი-  შეიცავს იმ ვიტამინებს და მინერალებს რაც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარების და იმუნიტეტისთვის. 

     

    * არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მასში წარმოდგენილი ხილის არომატიზატორები  ბუნებრივია. 

     

    * ხარჯთეფექტურობა - შესაძლებელია დღეში ერთი (ან ორი) აბის მიღება, შედეგად ერთი კოლოფი საკმარისი იქნება  2 თვის განმავლობაში (დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში  კოლოფში წარმოდგენილია ერთი თვის დოზა)

ჟჟელივიტის შემადგენლობა: 

ვიტამინი A - წარმოადგენს მნიშვნელოვან ორგანულ კომპონენტს ადამიანის ორგანიზმისთვის.

ის აუცილებელია: 

  • სხეულის და ქსოვილების ზრდა განვითარებისთვის
  • იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის
  • კარგი მხდველობისთვის.

ვიტამინი A - სჭირდება ბადურას (რეტინალის ფორმით), ის  ოპსინს (ცილა)  გარდაქმნის რიდოპსინად.  ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი რეცეპტორია, რომელიც  მონაწილეობს დაბალი განათების პირობებში მხედველობაში და ფერადად მხედველობას განაპირობებს.

ვიტამინი A -ს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. რედინოის მჟავა (რეტინოლის ოქსიდიზებული ფორმა), წარმოადგენს მნიშვნელოვან ჰორმონის მსგავს ზრდის ფაქტორს ეპითელური უჯრედებისთვის. სწორედ ამიტომ A ვიტამინი მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის. 

A ვიტამინს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჰოპკინსმა 1929 წელს ნობელის პრემია მიიღო მისი როგორც ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორის აღმოჩენისთვის.

A ვიტამინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.  რითიც აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დაგროვებას.

A ვიტამინი აუცილებელია კანისთვის - გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.   ასევე კანს ხდის უფრო გლუვს და სუფთას.

  • ახდენს გენების ტრასკრიპციას
  • აუცილებელია ძვლების მეტაბოლიზმისთვის
  • აუცილებელია ჰემატოპოეზიისთვის.

ჟელივიტის შემადგენლობაშია 2100 საერთაშორისო ერთეული  A ვიტამინი.  700 მიკროგრამი.

იმისთვის რომ ბავშვმა  A ვიტამინის ის დოზა მიიღოს რაც ჟელივიტის ერთ აბშია წარმოდგენილი უნდა მიიღოს

 ერთდროულად: 2 ჭიქა რძე,  3 ცალი მანგო,  2 ცალი კვერცხი, 4 ცალი  გარგარი და ორი ნაჭერი ყველი ერთად.

 

ვიტამინი C -  l ასკორბინის მჟავა.   წარმოადგენს მნიშვნელოვან და შეუცვლელ ვიტამინს  ადამიანისთვის

ვიტამინი C - წარმოადგენს კოფაქტორს მინიმუმ რვა ფერმენტული რეაქცისთვის, მათ შორის კოლაგენის სინთეზისთვის აუცილებელია, მისი დეფიციტი იწვევს სუროვანდს (სისხლძარღვების სისუსტე, სისხლდენა ღრძილებიდან). 

ასკორბინის მჟავა მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი , მოქმედებს ოქსიდაციური სტრესის წინააღმდეგ.

C ვიტამინის დეფიციტი იწვევს: სისხლძარღვების სისუსტეს, სისხლდენას ღრძილებიდან, ყავისფერ ლაქებს კანზე,  ჭრილობების შეხორცების შენელებას. 

C  ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს ამიტომ  მას იყენებენ გაციების და გრიპის პრევენციისთვის, განსაკუთრებით ცივი სეზონის პერიოდში.

C  ვიტამინს შეიცვს:  წიწაკა, ლიმონი, ბაობაბი, ფორთოხალი, საზამთრო, ნესვი, ავოკადო, ბანანი,  გარგარი, ხორცი,  საქონლის ღვიძლი,  რძე კი  C ვიტამინს მცირე ოდენობით შეიცავს.

ჯელივიტის ერთი აბის მიღება იგივე რაოდენობით  C ვიტამინს შეიცავს რასაც:   1 ცალი ლიმონი,  2 ცალი ბანანი,  1 ცალი ფორთოხალი, 3 ცალი პომიდორი.

D ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი D3)  წარმოადგენს მნიშვნელოვან ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვანი  მინერალების შეწოვისთვის:  კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფატი და თუთია.  D ვიტამინის სინთეზი ხდება ადამიანის  ორგანიზმში მზის სხივების მოქმედებით.  მას ძალიან ცოტა  საკვები შეიცავს. D ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის.   განსაკუთრებით მზის ნალებობის პირობებში.

D  ვიტამინის დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი (ბავშვებში გრძელი ძვლების დეფორმირება)  და ოსტეომალაცია.  D ვიტამინი ასევე აუმჯობესებს დეპრესიულ სიმპტომებსაც.   ასევე D  ვიტამინი აუცილებელია კოგნიტიური ფუნქციებისთვის და თავის ტვინის გამართული მუშაობისთვის.

D  ვიტამინს აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედებაც. ააქტივებს თანდაყოლილ იმუნიტეტს და  ამცირებს ვირუსულ ინფექციებს მათ  შორის გრიპს და გაციებას.

D ვიტამინს მცირე რაოდენობით შეიცავს საკვები, მათ შორის აღზანიშნავია კვერცხი და  ზღვის პროდუქტები.

თუმცა თვით ეს პროდუქტებიც მცირე ოდენობით შეიცავენ მას. მაგ. ჟელივიტის  ერთი აბი შეიცავს იმდენ  D ვიტამინს (400 სე.) რამდენსაც  5-6 კვერცხი ერთად.

ვიტამინი E  იგივე ტოკოფეროლი წარმოადგენს მნიშვნელოვან ცხიმში ხსნად ვიტამინს.  E ვიტამინი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია,  იცავს უჯრედის მემბრანებს ოქიდაციური სტრესისგან.   ის უკავშირდება  ლიპიდების რადიკალებს,  მოქმედებს გლუტატიონის პეროქსიდაზას რეაქციაში.  თავისუფალი რადიკალების მოცილება კი იწვევს ოქსიდაციური რეაქციების პრევენციას, შესაბამისად იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. 

E ვიტამინი  იცავს ნეირონებს (ნერვულ უჯრედებს).

ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს  HMG-Coa A რედუქტაზას ინჰიბირების გზით. 

E ვიტამინი იცავს ტვინს დაზიანებისგან.

E  ვიტამინი ასევე მონაწილეობს როგორც რეგულატორული აქტივობის მქონე. მაგალითად პროტეინ კინაზას აქტივობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუვი კუნთების ზრდისთის, მისი ინჰიბირება შესაძლებელია ალფა ტოკოფეროლით.

E ვიტამინი  იწვევს გენების ექსპრესიას. მაგალითად ახდეს შემაერთებელი ქსოვილის  ზრდის ფაქტორის ექსპრესიის მოდულაციას.  ეს პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის დროს.

E  ვიტამინის დეფიციტი იწვევს:

  • სპინოცერებრალურ ატაქსიას
  • მიოპათიას
  • პერიფერიულ ნეიროპათიას
  • ატაქსიას
  • რეტინოპათიას
  • იმუნური სისტემის შესუსტებას.

ჟელივიტის ერთი აბი შეიცავს ვიტამინ E-ს რამდენსაც შეიცავს:  400 გრამი მწვანილი,   8 ცალი ავოგადო,   ან 10 ცალი კივი

 

B 6 ვიტამინი  (პირიდოქსინი)  წარმოადგენს  ჯგუფს, რომელშიც მსგავსი რამოდენიმე სახის ქიმიური ნაერთი ერთიანდება.  

B6 ვიტამინი წარმოადგენს კოფაქტორს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში  ამინო მჟავების , გლუკოზის და ცხიმების მეტაბოლიზმში.

B6 ვიტამინი - აუცილებელია ნეიროტანსმიტერების სინთეზისთვის, ჰისტამინის სინთეზისთვის, ჰემოგლობინის სინთეზის და ფუნქციონირებისთვის.

 

B6 ვიტამინი - მონაწილეობას ღებულობს გენების ექსპრესიაში; დეკარბოქსილაციის, ტრანსამინაციის  რეაქციებში.  

პირიდოქსინი აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების: სეროტონინის, დოფამინის, ადრენალინის, ნორადრენალინის და გამა ამინო ერბოს მჟავას სინთეზისთვის.

აუცილებელია გლიკონეოგენეზისთვის, ვინაიდან ის სჭირდება ფერმენტს გლიკოგენ ფოსფორილაზას კოფაქტორად.  როდესაც ორგანიზმს საკმარისი ენერგია არ აქვს, ამინო მჟავებისგან გლუკოზის და შემდგომა ენერგიის წარმოქმნას უზრუნველყოფს.

ჰემოგლობინის სინთეზი და   ფუნქციონირებისთვის.   B 6 ვიტამინი უკავშირდება  ჰემოგლობინს და აძლიერებს მის ჟანგბადღან შეკავშირების უნარს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვნა, რომ  მომზადებული, შენახული და დამუშავებული პროდუქტები კარგავენ B6 ვიტამინს . მაგალითად   რძე დამუშავების დროს  70 % მდე  B 6 ვიტამინს კარგავს.

B6 ვიტამინს ხორბალი შეიცავს, თუმცა თეთრი ფქვილის მიღებისას  მისი რედუქცია ხდება და პურში აღარ არის წარმოდგენილი.  კონსერვირებული და  გაყინული პროდუქტები კარგავენ B6 ვიტამინს. 

აღსანიშნავია, რომ   B6 ვიტამინს შეიცავენ  დიდი ოდენობით ხორც პროდუქტები: ღორის ხორცი, ინდაური, ქათმის ხორცი.   ასევე მცენარეები: ბანანი, კარტოფილი, თურქული ბარდა და რამდენიმე ტროპიკული მცენარე, რომელიც საქართველოში არ არის გავრცელებული.

B 6 ვიტამინის დეფიციტი იწვევს:

  • სებორეულ დერმატიტს
  • ატროფიულ გლოსიტს წყლულებით
  • ანგულარულ სტომატიტს
  • კონუქტივიტს
  • ინტერტრიგოს
  • სომნოლენციას
  • ნეიროპათიას.
  • სიდერობლასტურ ანემიას.

ჟელივიტის ერთი აბი შეიცავს  2 მგ B 6   ვიტამინს, ეს დოზა ეფექტურ და ოპტიმალურ რაოდენობას წარმოადგენს ბავშვებისთვის.

 

 

ფოლის მჟავა, იგივე B ვიტამინი, ან B9; BC; BM ამ ყველა სახელს ფოლის მჟავას უწოდებენ.  ფოლიუმი და ფოლის მჟავა სინონიმებად მოიხსენიება ხოლმე.  ადამიანს არ შეუძლია ფოლიუმის მჟავის სინთეზი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოს საკვების ან ვიტამინების სახით.  ფოლიუმი აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის , რეპარაციისთვის.   ის მონაწილეობს მრავალ ბიოლოგიურ პროცესში, როგორც კოფაქტორი.  აუცილებელია უჯრედების გაყოფისა და ზრდისთვის.  მაგალითად ახალშობილისთვის, ორსულისთვის ბავშვებისთვის.   ზრდასრულებისთვისაც, ვინაიდან  აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის და მისმა ნაკლებობამ შეიძლება ანემია  გამოიწვიოს.

ფოლიუმი ძირითადად გვხვდება  მწვანე ბოსტნეულში. 

ფოლიუმის დეფიციტმა ნერვული მილის განვითარების დეფექტი შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ორსულებისთვის მისი მიღება სავალდებულოა.

ფოლიუმის დეფიციტი იწვევს:

  • მაკროციტულ ანემიას
  • დიარეას
  • ქოშინს
  • ნერვულ დაზიანებას
  • პერიფერიულ ნეიროპათიას
  • მენტალურ პრობლემებს
  • მეხსიერების პრობლემებს
  • დეპრესიას
  • პირის ღრუში  წყლულებს, ასევე პეპტიური წყლულიც შეიძლება გამოიწვიოს.
  • არითმიები, გაღიზიანებულობა, თავის ტკივილი.
  • ფოლიუმის დეფიციტი ასევე ასოცირებულია სხვადასხვა სახის სიმსივნეებთან (კოლორექტალური სიმსივნეები).

კობალამინი, B12  ვიტამინი. წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტვინის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე აუცილებელია სისხლის ფორმაციისთვის.  კობალამინი ჩართულია  თითქმის ყველა სახის  უჯრედის მეტაბოლიზმში.  აუცილებელია დნმ-ის სინთეზის და რეგულაციისთვის. ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმისთვის, ამინო მჟავების მეტაბოლიზმისთვის.  B 12 ვიტამინი ყველაზე რთული სტრუქტურის მქონე და უდიდესი ვიტამინია. მისი   ინდუსტრიული პროდუქცია ხდება მხოლოდ ბაქტერიული ფერმენტაციის სისნთეზით.

კობალამინის დეფიციტი ასოცირებულია პერნიციულ ანემიასთან.  რომელიც წარმოადგენს ავტოიმუნურ დაავადებას კუჭის პარიეტალური უჯრედებისა, რომელიც გამოყოფენ შინაგან ფაქტორს.  შინაგანი ფაქტორი აუცილებელია კობალამინის აბსორბციისთვის, როდესაც ეს ირღვევა ვითარდება B12 ვიტამინის დეფიციტი, შედეგად კი პერნიციული ანემია.

კობალამინი იცავს ტვინს დაზიანებისგან და ატროფიისგან,  ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ალბათობას და კოგნიტიური ფუნქციების გაძლიერებას უზრუნველჰყოფს.

კობალამინის დეფიციტი იწვევს:

  • ნერვული სისტემის დაზიანებას
  • დაღლილობას
  • დეპრესიას
  • მეხსიერების დაქვეიტებას
  • ზოგ შემთხვევაში მანიას ან ფსიქოზს.

კობალამინი სინთეზირდება მხოლოდ ბაქტერიების მეტაბოლური აქტივობის შედეგად,  ამიტომ ცხოველებში ხშირად გვხვდება სიმბიოზის გამო. მცენარეები კი არ შეიცავენ ამ ბაქტერიებს, შესაბამისად არც B12 ვიტამინს.  

კობალამინს შეიცავს ხორცპროდუქტები, კვერცხი.

მცენარეები B 12 ვიტამინს არ შეიცავენ (გამონაკლისები არსებობს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება).

 

ბიოტინი წარმოადგენს ვიტამინ H;  არის წყალში ხსნადი ვიტამინი B ჯგუფიდან  (ბ7)

ბიოტინი წარმოადგენს კოფერმენტს მარვალი  კარბოქსილაზას ფერმენტისთვის.  ჩართულია ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, იზოლეუცინის  ვალინის და გლუკონეოგენეზში.   

ბიოტინი აუცილებელია უჯრედების ზრდისთვის , ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

ასევე აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების სინთეზისთვის,  ამინო მჟავების სინთეზისთვის. 

ბიოტინს აქვს როლი სისხლში შაქრის რეგულაციაში.   ბიოტინი აუცილებელია თმების და ფრჩხილების სიმტკიცისთვის.

არსებობს  კვლევები, რომელთა მიხედვითაც მაღალი დოზებით  ბიოტინით მკურნალობას შეიძლება ჰქონდეს როლი გაფანტული სკლეროზის პროგრესიის შეჩერებაში (2-8 თვით)

ბიოტინის წყაროს წარმოადგენს: თხილეული, მწვანე ბოსტნეული, კვერცხი,  ღვიძლი

 

პანტოტენის მჟავა, იგივე ვიტამინი B5  წყალში ხსნადი ვიტამინია.  პანტოტენის მჟავა აუცილებელია ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების სინთეზისთვის.

პანტეტონის მჟავა აუცილებელია აცეტილ კონეზიმ A -ს სინთეზისთვის.  აუცილებელია უჯრედში ნახშირბადის ატომის ტრანსპორტისთვის.   აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების, აცეტილქოლინის, ქოლესტერინის და სხვა მრავალი კომპონენტის სინთეზში.

პანტეტონის მჟავას წყაროს წარმოადგენს ხორცი,  მარცვლეულის გარეთა კანი,  ავოკადო და ბროკოლი ასევე შეიცავენ  პანტეტონის მჟავას. 

პანტეტონის მჟავა აუცილებელია ბავშვების ნორმალური ზრდისთვის. 

იოდი წარმოადგენს მიკროელემენტს, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის.  ის გამოიყენება, როგორც ტრი იოდოთირონინის, ასევე ტეტრა იოდოთირონინის სინთეზისთვის. რომლებიც თავის მხრივ არეგულირებენ ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების დიდ ნაწილს.  მათ შორის ცილების სინთეზს, ფერმენტულ აქტივობას, განსაზღვრავენ მეტაბოლიზმის ხარისხს.  უზრუნველყოფენ ხერხემლის და ნერვული სისტემის განვითარებას.

იოდი ასევე ჩართულია იმუნურ რეაქციებში.  მას დადებითი გავლენა აქვს  ზოგადად იმუნურ მდგომარეობაზე.  იოდის დეფიციტი უმეტესად  ხასიათდება გეოგრაფიული გავრცელებით, არის იოდ დეფიციტური ზონები, სადაც ბუნებრივად ნიადაგში იოდი ცოტაა.  შედეგად ადამიანები კვებით ვერ იღებენ საკმარისი ოდენობით იოდს.  საქართველოში იოდ დეფიციტურ ზონებს მიეკუთვნება უმეტესად მთიანი რეგიონები.

იოდი უმეტესად წარმოდგენილია მარილების სახით, ის სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭში და წვრილ ნაწლავში.

  • იოდის სათანადო ოდენობით მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას
  • ეფექტურია იოდის დეფიციტის დროს
  • ეფექტურობას ავლენს ჰიპერთიროიდიზმის დროს
  • ასევე ეფექტურია წყლულების შეხორცებისთვის
  • ინფექციების პრევენციისთვის
  • იოდი ავლენს ეფექტურობას პერიოდონტიტის დროსაც (ღრძილების ანთება)

 

თუთია სასიცოცხლოდ მნიშველოვანი ელემენტია. ის იღებს ყველა სახის ცვლის პროცესებში მონაწილეობას და უჯრედის გენეტიკური აპარატის შემადგენლობაში შედის.

მიკროელემენტებს შორის თუთია მეორე ადგილს იკავებს რკინის შემდეგ. ორგანიზმში ნებსიმიერ უჯრედს სჭირდება თუთია და სამასამდე ფერმენტი ახორცილებს თავის ფუნქციებს თუთიის წყალობით. თვალის, ღვიძლის, თავის ტვინის, კუნთების, სასქესო ორგანოების უჯრედები შეიცავენ ცინკს.

თუთია წარმოადგენს მნიშვნელოვან  კომპონენტს, რომელიც აუცილებელია  მეტალოფერმენტების სინთეზისთვის.  ის აუცილებელია ცილების სინთეზისთვის და სტაბილურობისთვის. დნმ-ის და რნმ-ის   სინთეზისთვის და  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რიბოსომების სტრუქტურის ფორმირებაში.     თუთია აუცილებელია  სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებთან დაკავშირებისთვის.  ნორმალური სპერმატოგენეზისთვის, ნაყოფის ზრდისთვის, ემბრიონის განვითარებისთვის და ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის.

თუთიის აბსორბციას ხელს უშლის  საკვებად მიღებული ბოჭკოები, რკინა, სპილენძი, სხვადასხვა წამლები, ნატრიუმი, ვალპროატი.

თუთიის წყაროს წარმოადგენს ხორცი, თევზეულობა და თხილეულობა.  

თუთიის დეფიციტი  მრავალ შემთხვევაშია აღწერილი: შაქრიანი დიაბეტი, აივ ინფექცია, ციროზი, ალკოჰოლური, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, მალაბსორბცია,  თუთიის დეფიციტი იწვევს  ზრდის შეფეხებას ბავშვებში.  თუთიის დეფიციტი ასევე იწვევს ალოპეციას, კუნთების განლევას, გაღიზიანებადობას, გამონაყარს სახეზე და კიდურებზე,   კანზე იწვევს ვეზიკულურ და პუსტულარულ ერითემას ზოგჯერ ქერცლის და ქერქის წარმოქმნით. 

 თუთიის გლუკონატის აბები  (13 მგ.  2 საათში ერთხელ )  ამცირებს გაციების სიმპტომებს და ამოკლებს მიმდინარეობას.

თუთიის დეფიციტი ბავშვებში ასუსტებს იმუნიტეტს და იწვევს დიარეას და პნევმონიას.

 

თუთია ეფექტურია შემდეგი მდგომარეობების დროს

* აკნე, ამცირებს აკნეს განვითარებას.  მისი ორალური ფორმით მიღება არის უფრო ეფექტური, ვიდრე  ადგილობრივად.

* მხედველობის პრობლემების დროს. 

* ანემია

* ანორექსია  - აუმჯობესებს მადას, და ხელს უწყობს  ფსიქიკურ ჯანმრთელობას

* ყურადღების დეფიციტი , ჰიპერაქტიური მდგომარეობა.

* დამწვრობა - აუმჯობესებს შეხორცების პროცესს

* გაციება და გრიპი - ამცირებს გაციების სიმპტომებს.  

* დეპრესია - თუთია ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას

*გინგვიტი - ამცირებს ღრძილების ანთებას

* ჰალოტოზი - ამცირებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

* კუნთების კრამპები - ამცირებს კუნთების უნებლიე შეკუმშვას -კრამპებს

* ასტიმულირებს იმუნურ სისტემას

* ამცირებს პროსტატიტის სიმპტომებს.

* ხელს უწყობს A ვიტამინის სტაბილური დონის შენარჩუნებას სისხლში. 

გემოვნება და ყნოსვა

მრავალი კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა გამოტანეს დასკვნა, რომ თუთია ააქტივებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია გემოვნებასა და ყნოსვაზე. თუთიის უკმარისობა განაპირობებს ამ შეგრძნებების პათოლოგიას.

მეხსიერება

თავის ტვინის მეხსიერებაზე პასუხისმგებელი განყოფილებები აგრეთვე საჭიროებენ თუთიას. თუთია ნეირონებისთვის კარგი სტიმულანტია და აუმჯობესებს ინტელექტუალურ განვითარებას.

იმუნიტეტი

თუთია არაჩვეულებრივი სტიმულატორია და ვიტამინ C-თან ერთად დადებითად აისახება იმუნიტეტზე, ვინაიდან იმუნური სისტემის უჯრედები დიდი რაოდენობით საჭიროებენ თუთიას. იმუნიტეტს თუთია დამატებით ეხმარება თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფით.

მხედვეობა

თუთია თვალის ბადურის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებლია ელემენტია. განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის – მაკულისათვის. თუთიის დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას.

კანი

თუთიის წყალობით რეგულირდება კანის ზედაპირის სიგლუვე, აქტიურად გადამუშავდება ცხიმოვანი მჟავები, ძლიერდება რეგენერაციული პროცესები და უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა.

ფრჩხიები

ადამიანის ორგანიზმში არის თუ არა თუთია საკმარისი მარტივად შემოწმდება ფრხილებით. თხელი, სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების დროს სავარაუდოა თუთიის ნაკლებობა.

თმები

თმების ხარისხი და სიგრძეც რეგულირდება თუთიის შემცველობით.  მისი უკმარისობა იწვევს თმის ზრდის შენელებას და თმების ღერების გათხელებას.

 

ქოლინი წარმოადგენს B ვიტამინის მსგავს  ნაერთს, რომელიც  აუცილებელია ღვიძლისთვის,  ასევე აქვს ნოოტროპული მოქმედება, გამოიყენება მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, დემენციის დროს, ჰანტინგტონის დაავადების დროს, ალცჰეიმერის დროს,  ასევე სხვა მენტალური დარღვევების მკურნალობისას.

ქოლინს ათლეტები და ბოდიბილდერები იყენებენ გამძლეობისთვის.

ქოლინი მიიღება ორსულებშიც, ნერვული მილის დეფექტის თავიდან აცილების მიზნით.

ასევე იყენებენ ასთმის, ქოლესტერინის მომატების, სიმსივნეების და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს.

ქოლინი მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში ნერვული სისტემისთვის, სავარაუდოდ მას აქვს ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებაც.

ინოსიტოლი წარმოადგენს ვიტამინის მსგავს ნივთიერებას, რომელიც ბუნებრივად გვხვდება მცენარეების და ცხოველების შემადგენლობაში, მას ასევე იღებენ  ლაბორატორიულადაც და გამოიყენება მედიცინაში შემდეგი მიზნებისთვის:

  • ნერვის ტკივილის დროს
  • პანიკური აშლილობის
  • ინსომნიის
  • შიზოფრენიის
  • ალცჰეიმერის , აუტიზმის
  • ფსორიაზის
  • ლითუმით მკურნალობისას გვერდითი ეფექტების აღმოფხვრის საჭიროების დროს.
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს.
  • მაღალი ტესტოსტერონის დროს.

 

ინოსიტოლს მეცნიერული მტკიცებულებები აქვს შემდეგი ნოზოლოგიების დროს:

  • პანიკური მდგომარეობების დროს.  ასევე შიშების დროს მაგ. აგორაფობია (ღია , ან სახალხო ადგილების შიში)
  • ობსესურ კომპულსური დარღვევის დროს.
  • მისი მიღება აუმჯობესებს მდგომარეობას მწვავე რესპირატორული სინდრომის დროს (ახალშობილებში, ინტრავენურად მიღებისას)
  • ფსორიაზს ამცირებს იმ ადამიანებში ვინც იღებენ ლითიუმს

 

 

 

Read 31174 times
საბავშვო მულტივიტამინი
158